ამერიკაში არასდროს ყოფილა იმდენი პიარ კომპანია, რამდენიც დღეს არის! - დანიელ ედელმანი

   დანიელ ედელმანი გახლავთ საზოგადოებრივი ურთიერთობების საერთაშორისო ასოციაციის დამფუძნებელი და საბჭოს თავმჯდომარე. მან დაამთავრა კოლუმბიის უნივერსიტეტი აშშ-ში, სადაც მიიღო მაგისტრის წოდების ხარისხი ჟურნალისტიკაში. კარიერა  გაზეთის რეპორტიორად, რადიოს ახალი ამბების გამომცემლად “CBS”-ის ტელევიზიაში დაიწყო, ხოლო თავისი პირველი კომპანია ჩიკაგოში 1952 წელს დააარსა. დღეს  „Edelman”-ი არის მსოფლიოში ყველაზე დიდი პიარ კომპანია, რომელსაც მსოფლიოს 48 ქვეყანაში აქვს ფილიალები. დანიელ ედელმანი არის მრავალი საერთაშორისო პრიზის მფლობელი  და პირველი პიარ სპეციალისტი, რომელმაც მიიღო ჩინეთის საზოგადოებრივი ურთიერთობების საერთაშორისო ასოციაციის ჯილდო.

   „ამერიკელი სტუდენტების საზოგადოებრივი ურთიერთობების საზოგადოების (PRSSA) მეორმოცე წლისთავი  კარგ დროს ემთხვევა. სწორედ ახლა განიცდის პიარის სფერო ყველაზე დიდ ზრდას მისი ისტორიის მანძილზე. იშვიათობაა, როდესაც რომელიმე კომპანიას არ აქვს საზოგადოებრივი ურთიერთობების დეპარტამენტი. ამერიკაში არასდროს ყოფილა იმდენი პიარ კომპანია, რამდენიც დღეს არის.

დიდი ზომის პიარ კომპანიები ინტენსიურად ცდილობენ თავის წარმოჩენას არსებული და პოტენციური კლიენტების წინაშე ამერიკაში, ევროპასა და აზიაში. ისინი ბიზნეს კომპანიებს სთავაზობენ, როგორც ტრადიციულ პიარ სერვისებს, ასევე სამედიცინო, ფინანსურ, სამთავრობო და კორპორაციული რეპუტაციის შექმნის სერვისსაც. საზოგადოებრივი ურთიერთობების სექტორის განვითარება საკმაოდ კარგად უწყობს ფეხს ეკონომიკური ზრდის ტემპს ამერიკაშიც და ზოგადად მსოფლიოში.

ბიზნესის ზრდასთან ერთად, საკმაოდ ბევრი პიარ კომპანია  მაღალი ხარისხის სერვისს სთავაზობს თავის კლიენტებს. ურთიერთობის დასამყარებლად და შემდეგ  საერთაშორისო ბაზარზე პოზიციების გასამყარებლად, საკმაოდ ჭკვიანური ხერხია.

ნებისმიერი ზომისა თუ მასშტაბის პიარ კომპანიისთვის აუცილებელია დიდი ძალისხმევის ჩადება საქმის ყველა ასპექტში. ყოველთვის ვურჩევ ჩემს თანამშრომლებსა და კოლეგებს, რომ ვიყოთ აგრესიულები და მონდომებულები კლიენტისთვის ახალი სერვის-პაკეტების შექმნისა და შეთავაზების დროს. არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რამდენად კარგად ვაკეთებთ ჩვენს ახლანდელ საქმეს, უბრალოდ აუცილებელია ახალი სერვისების შეთავაზება არსებული კლიენტებისთვის!  

 ამერიკელი სტუდენტების საზოგადოებრივი ურთიერთობების საზოგადოება ბევრად უფრო დიდი და მრავალრიცხოვანია, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა და სწორედ ეს ახალგაზრდები შეძლებენ ახალი და ინოვაციური სერვისების შექმნას მომავალში.“

 

წყარო:  http://plankcenter.ua.edu

 

თეგები