პიარის სფეროში წარმატებული კარიერის აწყობა გსურთ? - ჯონ ბადი

ჯონ ბადი  “Omega Group”-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი გახლავთ. 60 წლის წინ  ის იყო უცნობი პუბლიცისტი, რომელსაც ძალიან ვიწრო წრე და მხოლოდ ოჯახის წევრები იცნობდნენ.

დღეს  ჯონ ბადი წერს წიგნებს, ქმნის ნაშრომებს მენეჯმენტის მაქინაციების შესახებ. იგი  16 პროფესიული ჯილდოს მფლობელია. ჯონ ბადმა იმუშავა დირექტორთა საბჭოს 23 ორგანიზაციაში და ის მოიაზრება მენეჯმენტის დარგის ერთ-ერთ საუკეთესო ლიდერად.

   „გსურთ პიარის სფეროში წარმატებული კარიერის აწყობა?

   მარტივი კითხვაა არა? სამსახური და კარიერა - ეს ორი რამ ერთი და იგივე არაა. სიმპტომები შეიძლება გავდეს ერთმანეთს, მაგრამ ამ ორი ფენომენის ფესვები ძირეულად განსხვავდება.  თუმცა ისიც ფაქტია, რომ კარგი სამსახურიც და წარმატებული კარიერაც მოითხოვს შრომისმოყვარეობას, დისციპლინას, მოთმინებას, კარგი წერისა და  მედიასთან ხელსაყრელი ურთიერთობების ჩამოყალიბების უნარს-ჩვევებს.

   თვითონ ლექსიკონი „სამსახურს“ განმარტავს, როგორც ადამიანის რუტინული სამუშაოს განუყოფელ ნაწილს. რაც შეეხება კარიერას, ის არის „ინტელექტუალური ქმედება.“ თუ ეს ტერმინი ცოტათი გაუგებრად და ბუნდოვნად ჟღერს, მარტივად გეტყვით, რომ წარმატებული კარიერის აწყობა დაკავშირებულია ცნობისმოყვარეობასთან - ერთ კითხვასთან, „რატომ“. რატომ ვაკეთებ ახლა ამას? იქნებ შემიძლია რამე ბევრად უკეთესად გავაკეთო, ან უფრო სწრაფად?

 მოგიყვანთ მაგალითებსა და შედარებებს, რათა თქვენთვის ყველაფერი ნათელი გახდეს:

  • სამსახურის პირობებში  რთულია დილას ადრე ადგომა და ბევრი დრო მიაქვს „გამოფხიზლების“ პროცესს - კარიერის პირობებში ძალიან სწრაფად და ენერგიულად იღვიძებთ.
  • სამსახური განისაზღვრება საათებით, დღეებითა და კვირებით - კარიერის შემთხვევაში დროს საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა. ზოგჯერ შეიძლება დაგავიწყდეთ კიდეც, კვირის რა დღეა ან  რომელი საათია.
  • როდესაც თქვენ სამსახური გაქვთ, სულმოუთქმელად ელოდებით შაბათ-კვირას და შვებულებას - როცა  კარიერა გაქვთ აწყობილი, დასვენება ხელისშემშლელი ფაქტორია.
  • სამსახურის პირობებში თქვენ აკვირდებით მოვლენებს - კარიერის პირობებში კი თქვენ თვითონ ქმნით მოვლენებს.

 დარწმუნებული ვარ, მიხვდით, რისი თქმაც მინდა. ახლა კი მოკლედ მოგიყვებით ჩემი პირადი გამოცდილების შესახებ.

 წერა  ძალიან სწრაფად ვისწავლე, ვიცოდი კვლევის ჩატარება; ვხვდებოდი, როგორ უნდა გამეცნო რეპორტიორები პირადად; ვახერხებდი ხალხთან ურთიერთობის დამყარებას.

თავმდაბალი დასაწყისია, არა?

ყოველთვის ვიცოდი ყველაფრის დაფასება და მადლობის თქმაც არასდროს მავიწყდებოდა. თქვენი კოლეგებისგან უსაშველო ქადაგების მოსმენა ხშირად მოგიწევთ. დიახ, მოუსმინეთ, მაგრამ ყველაფერი არ დაიჯეროთ - თქვენ მხოლოდ და მხოლოდ ახალი პრობაციონერი ხართ! მოთმინება იქონიეთ ყოველთვის, როცა წარმოუდგენლად რთულ დავალებას მოგცემენ და იმაზე მეტი გააკეთეთ, ვიდრე თქვენგან ამას ელიან - სწორედ ეს არის საზოგადოებრივი ურთიერთობების მთავარი პრინციპები, რომელიც დროსთან ერთად, სისხლში გაგიჯდებათ!

   კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ,  გააკეთეთ იმაზე მეტი, ვიდრე თქვენგან ელიან! თუ საქმეს ამ პრინციპით მიუდგებით, თქვენი მცდელობა და ძალისხმევა აუცილებლად დაგიფასდებათ. ამის შემდეგ კი წინსვლა გარდაუვალია! ამას გარდა, თქვენ ისწავლით ბიზნესის ბუნებას, მის ტრადიციებს და საქმიანი ადამიანების დამახასიათებელ თვისებებს. ეს არის ნებისმიერი სააგენტოსა თუ კომპანიის „ცხოვრების“ შევსებადი და გამოსწორებადი სისუსტე - არასდროს და ვერასდროს ვერ ისწავლით ამ უმნიშვნელოვანეს ასპექტებს ჩვეულებრივ სამსახურში მოღვაწეობისას.

წყარო:  http://plankcenter.ua.edu

თეგები