როგორ შევიქმნათ იმიჯი ?
როგორი იმიჯი გაქვთ და როგორ აღგიქვამენ გარშემომყოფები თქვენ !? ჩვენ ოცდაათ წამში აღვიქვავთ ერთმანეთის იმიჯს და ეს აღქმა განსაზღვრავს ჩვენს შემდგომ დამოკიდებულებებს. იმიჯი ხომ პიროვნების შეჯამებული პორტრეტია, რომელიც იქმნება საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთა შეხედულებით და ფორმირდება საზოგადოებრივ ან ინდივიდუალურ ცნობიერებაში, გარკვეული ემოციური დამოკიდებულებებით, იმის საფუძველზე, თუ რას ამბობს და აკეთებს პიროვნება.
1
იმიჯის შექმნის პირველი ნაბიჯი საკუთარი თავის შეფასებით იწყება. სრულ სურათს ჩვენი იმიჯის შესახებ მოგვცემს შემდეგ კითხვებზე პასუხები: როგორია ჩემი ხასითი? რა მომწონს და რა არა? რა დადებითი და უარყოფითი მხარეები მაქვს? რა შესაძლებლობებს ან უნარებს ვფლობ? როგორი გარეგნობა მაქვს? იყავით გულწრფელი, ჩაიხედეთ სარკეში და ზუსტად ისეთი დაინახეთ თქვენი თავი, როგორიც რეალურად ხართ.
2
იმიჯის შექმნის მეორე საფეხური, გარე და შიდა ჯგუფებს მოიცავს, რომლებიც ჩვენი იმიჯის დიაგნოსტირებისათვის უნდა გამოვკითხოთ. შიდა ჯგუფი: ოჯახის წევრები, ახლო მეგობრები, ნათესავები და ა.შ გარე ჯგუფი: კოლეგები, ახლობლები, თანამშრომლები, მეზობლები და ა.შ როგორ აღგიქვამენ გარშემომყოფები? გირჩევთ ყველას სთხოვოთ იყვნენ გულრწრფელნი და კითხვებზე პასუხები მიიღეთ წერილობით.
3
იმიჯის შექმნის მესამე საფეხური მოიცავს იმის განსაზღვრას, თუ რა ინფორმაციის მიწოდება ან რისი თქმა გსურთ გარშემომყოფებისათვის? ვინ ხართ და ვინ ან როგორი გინდათ რომ იყოთ? როგორი იმიჯი გინდათ გქონდეთ: საქმიანი, მეგობრული, გულუბრყვილო თუ კრეატიული? მნიშვნელოვანია, რომ თქვენს მიერ შერჩეული იმიჯი ემთხვეოდეს თქვენს ხასიათს და ღირებულებებს, თუმცა ბევრი მაგალითია, როდესაც იმიჯი არ ემთხვევა პიროვნების ხასიათს და ღირებულებებს. ამ შემთხვევაში იმიჯი დიდხანს ვერ იმუშავებს და არ იქნება შედეგიანი.
4
მეოთხე საფეხური დაგეგმარების პროცესია. გაეცით კითხვაზე პასუხი: როგორი იმიჯი მინდა? რისთვის გჭირდებათ იმიჯი?
5
მეხუთე ნაბიჯის მთავარი კომპონეტი განხორცილების გზების იდენთიფიცერებაა. შერჩეული იმიჯი რამდენად აისახება თქვენს ყოველდღიურ საქმიანობაზე, ხასიათზე და ქცევაზე, ასევე რა არხებს იყენებთ საკომუნიკაციოდ და რამდენად ახდენთ თქვენს მიერ შერჩეული ღირებულების პოზიციონირებას და მის მესიჯად გავრცელებას, მაგალითად თუ თქვენ თვლით, რომ ხართ მეგობრული და მეგობრულობა თქვენი იმიჯის მნიშვნელოვანი კომპონენტია, შესაბამისად ის თქვენ ყოველთვის თან უნდა გახლდეთ, როგორც თქვენი სახე.
6
მექვსე ნაბიჯი მოიცავს მესიჯების განსაზღვრას, მოკლე ლაკონური სიტყვების კომბინაცია, რომელიც წარმოაჩენს თქვენს მთავრ ღირებულებას. მესიჯი უნდა ფიგურირებდეს ყველა სახის კომუნიკაციაში, რომელსაც თქვენ ახორციელებთ იმიჯის ფორმირების პროცესში, იქნება ეს უბრალო შეხვერდა თუ პროექტის პრეზენტაცია.
7
იმიჯის ფორმირების პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმიჯის გარეგნულ მხარეს, გარეგნული მხარე კომბინაციაში უნდა იყოს იმიჯის მთავარ ღირებულებასთან (გახსოვდეთ, აღქმის კომპონეტში თმა პირველ ადგილას დგას და არა თვალები).
8
იმიჯის შექმნის მერვე საფეხური რესურსების გამოყოფას და მართვას მოითხოვს. რადგან იმიჯის შექმნაში ჩვენ ვმუშაობთ კომუნიკაციის და გარეგნული მხარის გაუმჯობესებაზე და ახალი ღირებულებების მორგებაზე, მიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ უფრო მეტი ადამიანური, ფინანსური და მატერიალური რესურსები დაგვჭირდება იმიჯის ფორმირებისთვის და მზად უნდა ვიყოთ ამ რესურსების ეფექტურად გამოყენებისთვის, რომ საფრთხე არ შეექმნას ჩვენს იმიჯს.
9
იმიჯის შექმნის მეცხრე საფეხური მოიცავს შეფასებით ნაწილს, რომელიც ძირითადად შემდეგ კითხვებზე პასუხობს: რამდენად კარგად მუშაობს თქვენი იმიჯი? ზუსტად ისე აღგიქვამენ ზემოთ მოყვანილი ჯგუფები თქვენ, როგორც ჩაიფიქრეთ თუ არა? რომელმა თქვენმა არხმა იმუშავა? რა შთაბეჭდილება დატოვეთ ახალი იმიჯით და როგორ იმოქმედა იმიჯმა თქვენზე და თქვენს საქმიანობაზე?
10
იმიჯის შექმნის ბოლო საფეხური კონტროლის და გადამოწმების კომპონენტებს მოიცავს. კითხვებზე პასუხი მოგცემთ შესაძლებლობას გაანალიზოთ და შეაფასოთ თქვენი იმიჯი. რა კითხვებიც გქონდათ დასმული იმიჯის შექმნის პირველ საფეხურზე იგივე უნდა გავიმეოროთ, რომ დავინახოთ გვაქვს თუ არა ცვლილებები და როგორია ცვლილებები დადებითი თუ უარყოფითი, რა თქმა უნდა, იმიჯის შექმნის შემდეგ.გარკვული დრო უნდა გავიდეს მანამ სანამ შევაფასებთ ჩვენს ახალ იმიჯს.
ავტორი:ელდარ პირმისაშვილი