5000 მგზავრისთვის გაწეული მომსახურება და 3 მილიონ ლარამდე კომპენსაცია - სააგენტო flyhelp ავიამგზავრების უფლებებს იცავს
თუ ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენს მოგზაურობას ისეთი არასასიამოვნო მოგონებებიც უკავშირდება, როგორიც ფრენის გადადება, გაუქმება ან თუნდაც, ბარგის დაზიანებაა, შეგიძლიათ თქვენი ხარვეზული მოგზაურობა თავისუფლად აქციოთ ფულად კომპენსაციად - 250 ევროდან 600 ევროს ოდენობით.
"ავიაკომპანიისგან კომპენსაციაზე უარი მივიღე. იმდენად ძვირადღირებული და მნიშვნელოვანი იყო ნივთი, რომელიც დაზიანდა, რომ უარის შემდეგ მოქმედ რეგულაციებში გარკვევა დავიწყე. შემდეგ ხელახლა შევადგინე სარჩელი და მოთხოვნა დამიკმაყოფილეს. საქმე იმაშია, რომ ძალიან ბევრ მოთხოვნას, რომელიც იურიდიულად გამყარებული არ არის, ავიახაზები ბლოკავენ და არ აკმაყოფილებენ,“- გვიყვება ვახტანგ ფარცხალაძე.
”ვნახეთ, რომ ეს მიმართულება მუშაობდა და შესაძლებელი იყო ეს სერვისი გაგვეცნო ქართველი მომხმარებლისთვის, რათა მათაც ესარგებლათ ევროპული კანონმდებლობით. გვინდოდა მოგვეხერხებინა ისე, რომ ყველას გვცოდნოდა ჩვენი უფლებების შესახებ. ამიტომ გადავწყვიტეთ დაგვეწყო ეს სერვისი და საკმაოდ ბევრ ადამიანს დავეხმარეთ,“- ამბობს მიხეილ ჭანტურია.
"იმ მიზეზებს შორის, რისთვისაც ჩვენი მომხმარებლები კომპენსაციას იღებენ, ყველაზე ხშირია რეისის დაგვიანება და გაუქმება, შემდეგ მოდის ხომალდზე არდაშვება და ბარგი. რაც შეეხება საინტერესო ქეისებს, მახსენდება შემთხვევა, როცა თურქეთის ავიახაზით ოჯახი (5 პირი) მგზავრობდა და რეისმა დაიგვიანა. სამ პირს ავიახაზმა კომპენსაციის მოთხოვნა დაუკმაყოფილა, დანარჩენ ორს კი უარი ეთქვა. ჩვენ სამოქალაქო სასამართლოს მივმართეთ და გავიმარჯვეთ. ყველაზე მნიშვნელოვანი მგზავრისთვის არის ის, რომ მთელი პროცესის დელეგირებას აკეთებს ჩვენზე და დროის და რესურსის ხარჯვა თვითონ არ უწევს. რიგით მოქალაქეს, რომელსაც იურიდიული განათლება არ აქვს, საკმაოდ გაუძნელდება, რომ გაუძღვეს მთელ ამ პროცესს. ჩვენ დაზარალებულ მგზავრს სრულ სერვისს ვაწვდით და მხოლოდ იმ შემთხვევაში ვაკავებთ საკომისიოს, როცა წარმატებას ვაღწევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მგზავრი არაფერს იხდის,“- ამბობს ვახტანგ ფარცხალაძე.
Flyhelp ევროპული დავების 5 ყველაზე მსხვილ სააგენტოსთან ერთად ევროპის დავების სააგენტოების გაერთიანებაშიცაა გაწევრიანებული. ამ პლატფორმის საშუალებით კი მათ შესაძლებლობა ეძლევათ ჩართულნი იყვნენ იმ კანონმდებლობის დახვეწაში, რომელიც ავიამგზავრების უფლებებს ეხება და ევროპარლამენტში ან ევროკომისიაში განიხილება.
ავიამგზავრების უფლებების დაცვას ევრორეგულაცია ავალდებულებს. ასევე გამოცემულია ევროკომისიის მიერ დირექტივები, რომელიც ადგენს, რომ 250 -დან 600-მდე ევროს ოდენობით კომპენსაცია ეკუთვნის მგზავრს, რომლის რეისი გაუქმდება ან დანიშნულების ადგილას 3 საათზე მეტის დაგვიანებით ჩავა, ასევე, მგზავრს, რომელიც ბორტზე არ დაიშვება.
აღნიშნული პრობლემის მიუხედავად, როგორც ჭანტურია ამბობს, წარმატების კოეფიციენტი საკმაოდ მაღალია. "დაახლოებით 10 - დან 9 საქმეს ვიგებთ, ამიტომ მგზავრების უმეტესობა ვინც მოგვმართავს, კმაყოფილია მომსახურებით,“- ამბობს ჭანტურია.
იმისთვის, რომ დაზარალებულმა მგზავრმა კომპენსაცია მიიღოს, მარტივი პროცედურის გავლაა საჭირო - უნდა შეავსოს განაცხადი ვებ-გვერდზე, (https://flyhelp.ge/) რომლის გაგზავნისთანავე, მინდობილობას მიიღებს. ამის შემდეგ მინდობილობის ამობეჭდვა და ხელმოწერილის მეილით კომპანიისთვის გაგზავნაა საჭირო, დანარჩენზე უკვე კომპანია ზრუნავს.