კეტჩუპის ბოთლი პერსონალურად თქვენთვის!

წარმოგიდგენიათ „ჰაინცის“ კეტჩუპის ბოთლი პერსონალურად თქვენთვის? ეს შესაძლებელია!

საზოგადოებასთან ურთიერთობის კომპანიამ განსხვავებული პიარ კამპანიით „ჰაინცის“ პერსონალიზირებული ეტიკეტები წარუდგინა მსოფლიოს. ყველა მომხმარებელს შეეძლო საკუთარი სურვილის მიხედვით შეექმნა კეტჩუპის ეტიკეტის დიზაინი და წარწერა.

„ჰაინცმა“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ფირმასთან „Jack Horner Communication" თანამშრომლობით წამოიწყო კამპანია, რომლის მთავარ სამიზნედ მედია შეირჩა. 

კამპანიის მთავარი კომპონენტი, კრეატიული მედია პაკეტი წინასწარ შერჩეულ 250 მედია საშუალებას გაეგზავნა.

მედია პაკეტი შედგებდოდა ღვინის ყუთის ტიპის კონტეინერისგან წარწერით: „შემდეგში იზეიმეთ ერთ ბოთლ წითელთან ერთად“. ყუთის გახსნისას კი მიმღებს კეტჩუპის ბოთლი ხვდებოდა წარწერით: „რას იტყვით?“ ყუთში ასევე აღმოაჩენდნენ შემოქმედებითად გაფორმებულ მენიუს და ყველა საჭირო საინფორმაციო მასალას.

კამპანიის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დილის შოუებს. კომპანიამ შექმნა ინდივიდუალური კეტჩუპის ბოთლები შოუების თითოეული წამყვანისა და სტუმრისთვის.

„Good Morning America“ - სთვის შექმნილ პერსონალურ ეტიკეტზე ეწერა „დიანა და რობინი სრულყოფილი წყვილია.“  „fox and friends“-ის წამყვანმა სტივ დიუკმა მედია პაკეტი პირდაპირ ეთერში აჩვენა მაყურებელს და მის კრეატიულობაზე დადებითი კომენტარი გააკეთა.  

საზოგადოებასთან ურთიერთობის კამპანია წარმატებული აღმოჩნდა.  „ჰაინცის“ პერსონალიზირებული ეტიკეტების გამოშვება ინფორმაციის გავრცელების შეუცვლელი საშუალება აღმოჩნდა. მხოლოდ 40 000 $ ბიუჯეტით  „ჯეი-ეიჩ-სიმ“ (JHC)  შეძლო  145 მედია ბრენდის გამოხმაურებისთვის მიეღწია. ამ კამპანიის შესახებ ინფორმაციები გაშუქდა შემდეგ მედია საშუალებებში: "Good morning America”, “fox and friends” , “comedy central”, CNNmoney.com, Washington post, USA today, New York times.

„ჰაინცმა“ კამპანიის დაწყების პირველსავე თვეში 12 000, წლის განმავლობაში კი 35 000 პერსონალიზირებული კეტჩუპის ბოთლი გაყიდა.

საერთო ჯამში პირველივე ფისკალურ კვარტალში  „ჰაინცის“ გაყიდვებმა 12%-ით მოიმატა. 

2007 წელს კამპანიამ  საზოგადოებასთან ურთიერთობის ასოციაციის  ვერცხლის გრდემლი მიიღო

თეგები
Heinz Campaign