გაუმკლავდა თუ არა პიარი მარია შარაპოვას კრიზისს?

2004 წელს, უიმბლდონის ფინალში, მარია შარაპოვამ სერენა უილიამსი დაამარცხა და ამ გამარჯვებით მსოფლიო დაიპყრო.

2016 წლის მარტში გამართულ კონფერენციაზე კი ჩოგბურთელმა სამყარო შოკში ჩააგდო:

„დიდი პასუხიმსგებლობა და პროფესიონალიზმი ჩავდე ჩემს საქმეში და ახლა უდიდესი შეცდომა დავუშვი, კარგად მესმის მოსალოდნელი შედეგები. მაგრამ არ მინდა ჩემი კარიერა ასე დასრულდეს, იმედი მაქვს კიდევ მომეცემა თამაშის შესაძლებლობა.“

პრეპარატი მელდონიუმი 2016 წლის 1 იანვრიდან აკრძალული დოპინგების სიაში მოხვდა. შარაპოვას ნარკოლოგიურმა შემოწმებამ დაადასტურა აღნიშნული პრეპარატის მოხმარება. ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ სპორტსმენს დროებით თამაშის უფლება შეუჩერა.

„აკრძალვის შესახებ არ ვიცოდი. თუმცა ვიღიარებ დანაშაულს და სრულ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ“ - განაცხადა ჩოგბურთელმა პრესკონფერენციაზე.

პიარ სპეციალისტების გუნდმა შარაპოვას კრიზისის მართვაში მასტერ კლასი აჩვენეს. გთავზობთ გამოყენებული  მიდგომების მცირე განხილვას:

  • იმისთვის, რომ შარაპოვას მედიის და საზოგადოების კრიტიკული რეაქციის სანაცვლოდ, მათი თანაგრძნობა გამოეწვია, მან საუკეთესო ხერხი აირჩია: 7 წუთიან პრესკონფერენციაში მოინანია საკუთარი საქციელი და პასუხისმგებლბობას არ გაექცა.  
  • პრესკონფერენცია იქამდე გაიმართა, სანამ ამ ფაქტზე მედია ალაპარაკდებოდა და კონფერენციის მოულოდნელმა, დაუგეგმავმა ეფექტმა უფრო გულწრფელი გახადა ჩოგბურთელის გამოსვლა.
  • შარაპოვა საზოგადოებასთან პირდაპირ კონტაქტზე გავიდა.  მის ფანებს საშუალება ქონდათ პირადად ეკონტაქტათ მასთან. ამით კრიზისი კონტროლს დაექვემდებარა.
  • ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი:  პასუხისმგებლობის აღების გარდა, მან გაასაჯაროვა ნარკო ტესტის დეტალები. ამით მედიას საშუალება არ მიეცა დაეძაბა და დაეხლართა ისტორიები.
  • მხარდამჭერების კონტროლის შესანარჩუნებლად, შარაპოვა ლოგიკურ თხრობასთან ერთად, პიროვნულ, უშუალო ემოციასაც გადმოცემდა, რაც უფრო სანდოს ხდიდა მის ნათქვამს.

შეიძლება ითქვას, რომ პიარ სპეციალისტების მიდგომებმა, ჩოგბურთელის ფანების მიმართებაში, გაამართლა.

სოციალური ქსელების 19 მილიონამდე მომხმარებელმა შარაპოვას ადვოკატობა გაუწია და გულშემატკივრების უზარმაზარი ბაზა შეიქმენა. გაჩნდა უამრავი ჰაშთეგი: #IStandWithMaria, #LetMariaPlay.

შარაპოვა  მხარდამჭერებთან აქტიურ ურთიერთობას განაგრძობდა და  Facebook-ით მიმართავს:

„ამ მომენტში, თამამად შემიძლია ჩემი მხარდამჭერები გიწოდოთ. ჩემი განცხადებიდან რამდნეიმე საათში თქვენ ისეთი ერთგულება და ლოიალურობა მაჩვენეთ, რომელსაც მხოლოდ პფროფესიულ მწვერვალზე მყოფი პროფესიონალები იღებენ“.

ფაქტს რადიკალურად განსხვავებული რეაქციით შეხვდა მედია, სპონსორი დიდი კომპანიები და სფეროს გავლენიანი პირები.

ჩოგბირთელის განცხადებას მედიის თავდასხმები მოჰყვა. მსოფლიოს მედია საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ჩოგბურთელი აკრძალული პრეპარატის შესახებ 5-ჯერ გააფრთხილეს. 

შარაპოვამ, ამ შემთხვევაშიც, სოციალური მედია მოიშველია, დეტალურად განიხილა ამ ამბავთან დაკავშირებული ყველა ფაქტი და გააბათილა მედიის ყალბი და დამახინჯებული ისტორიები.

ფაქტს ნეგატიური რეაქცია მოჰყვა სპონსორების მხრიდან. 

Nike იყო პირველი ბრენდი, რომელმაც მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა:

„ჩვენთვის მოულოდნელი იყო ნიუსი შარაპოვას შესახებ, გადავწყვიტეთ დროებით შევაჩეროთ მასთან  თანაშრომლობა, მანამ სანამ გამოძიების პროცესი არ დასრულდება.“

მრავალმილიონიანი სასპონსორო დაფინანსება Nike-თან ერთად, Tag Heuer-მა შეწყვიტა.

ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის ხელმძღვანელმა სტივ სიმონმა გულისტკივილი გამოხატა ფაქტის გამო, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ თითოეული სპორტსმენის ვალია, იცოდეს რა პრეპარატს იღებს სხეულისთვის და დასაშვებია თუ არა ამის მიღება.

კარგად გათვლილი კრიზისული კამპანიის მიუხედავად, კრიტიკოსების შეფასებით, ჩოგბურთელს დასაკარგი გაცილებით მეტი აქვს, ვიდრე შანსი კიდევ ითამაშოს პროფესიული ჩოგბურთი.


შარაპოვა სიმშვიდეს ინარჩუნებს  და ოფიცალური საიტიდან მხარდამჭერებს მიმართავს:

"იმედი მაქვს კიდევ ვითამაშებ. თუმცა, ჩემთვის მნიშვნელოვანია, თქვენ - ჩემმა მხარდამჭერებმა იცოდეთ სიმართლე და გქონდეთ სწორი ფაქტები".

 

ავტორი: ანი ციცქიშვილი