GAP-მა მომხმარებელს ბოდიში მოუხადა
GAP-ის ბრენდ მენეჯერს ბოდიშის მოხდა მას შემდეგ მოუწია, რაც ბრენდის რეპუტაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.
კომპანიის მიერ სოციალურ მედიაში გავრცელებული პოსტერი, სადაც შავკანიან გოგონას თეთრკანიანი გოგონა თავზე ხელით ეყრდნობა, მომხმარებელმა „რასობრივ გულგრილობად“ შეაფასა და რეკლამა კრიტიკის საგნად იქცა.
„რისი თქმა გინდათ ამ პოსტერით? რასობრივ სუბორდინაციას გვაჩვენებთ? გრცხვენოდეს GAP" – წერენ მომხმარებლები პოსტერის შესახებ.
კომპანიამ დაუყონებლივ აიღო რეკლამა სოციალური ქსელებიდან და უარყოფითი გამოხმაურების პასუხად განაცხადა:
„ჩვენი ბრენდი 46 წლიანი ისტორიის მანძილზე მრავალფეროვნებით და ინკლუზიურობით ამაყობს, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი შეფასება. ბოდიშს ვიხდით, თუ კი ვინმე გავანაწყენეთ."
წყარო:PRdaily.com