ინსტაგრამის ახალი ლოგო მომხმარებელმა არ მიიღო?
ინსტაგრამმა ლოგოს დიზაინი შეცვალა და ინტერნეტ სივრცეც ალაპარაკდა.
"გასულ წელს ჩვენმა გუნდმა იმაზე ფიქრი დაიწყო, როგორ განგვევითარებინა ინსტაგრამის ლოგო ისე, რომ არ დაეკარგა საკუთარი მემკვიდრეობა და ძირითადი არსი. ძველი ლოგო საზოგადოებას, ერთობას არ გამოხატავდა. გვინდოდა ისეთი დიზაინი შეგვექმნა, რომელშიც ჩანდა - წარსული, აწყმო და მომავალი." - ინსტაგრამის ლოგოს დიზაინერი იან სპალტერი.
თუ კი რამე აღიზიანებთ ინტერნეტ მომხმარებლებს ეს ცვლილებებია. ინსტაგრამის ახალმა ლოგომ Twitter-ზე კრიტიკოსების დიდი არმიის შეკრება შეძლო.
"რატომ შეცვალეს ლოგო, ძველი კარგი იყო, ახალი იაფფასიანს გავს."
"ასეთი ლოგო უკვე მინახავს სხვა პროგრამებსა და აპლიკაციებზე."
"არ ვარ დარწმუნებული, რომ მომწონს ახალი ლოგო, ჩემს დესკტოპს მაგონებს."
"ლოგო არ მომწონს, მაგრამ ფერები კარგია".
„ახალი ლოგო =
წყარო:Prdaily.com