გახდი წითელი

„ამერიკის გულის ასოციაციამ“  2004 წელს შემაშფოთებელი დასკვნა გააკეთა, რომლის მიხედვითაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად 500 000 ქალი გულსისხლძარღვთა დაავადების მსხვერპლი ხდება.

პრობლემასთან საბრძოლველად ასოციაციამ წამოეწყო პიარ კამპანია „გახდი წითელი“. კამპანიის მიზანი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ქალების ცნობიერების ამაღლება გულის დაავადებათა შესახებ.  კამპანიის განხორციელება საზოგადოებასთან ურთიერთობის კომპანიას „Ogilvy worldwide public relations” დაევალა.

კამპანიის ფარგლებში ყველაზე წარმატებული და ხმაურიანი აღმოჩნდა „წითელი კაბა“, რომელიც  კამპანიის  სიმბოლოდ იქცა.  

სხვადასხვა ქალაქებში იმართებოდა გამოფენები, წითელი კაბების ჩვენებები, ფოტოსესიები, მარათონები. შეკრებილი საზოგადოება ისმენდა რეალურ ისტორიებს, საგანმანათლებო ხასიათის გამოსვლებს და სკრინინგ პროგრამების პრეზენტაციებს.

„წითელი კაბის“ კამპანიაში უამრავი ცნობილი სახე ჩაერთო, მათ შორის ამერიკის პირველი ლედი ლორა ბუშიც.

ვაშინგტონში, ჯონ კენედის სასცენო ხელოვნების ცენტრში გამართულ „წითელი კაბის“ ჩვენებაში მონაწილეობა მიიღო  ა.შ.შ-ს შვიდმა პირველმა ლედიმ.

კამპანიას მედია დაფარვის რეკორდული მაჩვენებელი აქვს. ღონისძიებები გაშუქდა   ჟურნალებში „Newsweek” , “Glamour” , “Woman’s day’’

კამპანიაში აქტიურად ჩაერთო პრეზიდენტი ჯორჯ ბუში და თეთრ სახლში გამართულ ცერემონალიაზე ხელი მოაწერა საპრეზიდენტო განცხადებას, რის მიხედვითაც თებერვალი ამერიკაში „ გულის თვედ’’ გამოცხადდა.

 „წითელი კაბის“ კამპანიის  სტატისტიკური მონაცემები ასეთია:

  • 2 მილიონზე მეტი ქალი გაეცნო სრულად ამ დაავადების პრევენციის ზომებს, 
  • 900 000 მათგანი აქტიურად ჩაერთო დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლაში,
  • 91%-მა დაიწყო ექიმთან სისტემატური ვიზიტი,

საერთო ჯამში თითქმის ყველა მათგანმა დაიწყო ვარჯიში, ჯანმრთელი კვება, ქოლესტერინის კონტროლი და ინფორმაციის გავრცელება. 

 

ავტორი: ანი დვალი