AVON-ის პიარ კამპანია და მოტყუებული მომხმარებელი
AVON-ის ქალთა ფონდმა ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ხმაურიანი პიარ კამპანია „ხმა ამოვიღოთ ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ“ წამოიწყო.
კამპანიის ფარგლებში, ორგანიზატორებმა ბრენდის 125 წლიანი რეპუტაცია რისკის ქვეშ დააყენეს და მომხმარებლის მოტყუება გადაწყვიტეს. AVON-ის წარმომადგენლებმა სტუმრები ახალი პროდუქტის პრეზენტაციაზე მიიწვიეს. წინასწარ დაანონსდა, რომ პროდუქტი ოჯახური ძალადობის შედეგად გამოწვეული სილურჯეების დასაფარი პირველი კოსმეტიკური საშუალება იქნებოდა. საღამოზე შეკრებილ საზოგადოებას კი კოსმეტიკის ნაცვლად, სამკაულები წარუდგინეს და განუცხადეს: - „ჩვენ არასდროს შევქმნით პროდუქტს, რომელიც ოჯახურ ძალადობას დაფარავს, პირიქით ხმა უნდა ამოვიღოთ ამის წინააღმდეგ. ჩვენს ახალ პროდუქტს არ შეუძლია დაფაროს ძალადობა, მას შეუძლია გააქროს ის.’’
ორგანიზატორების რისკმა გაამართლა და კამპანია საზოგადოებისა და მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.
კამპანიის მთავარი მიზანი, ოჯახური ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და პრობლემის პრევენცია, წარმატებით შესრულდა.
კამპანიამ 50-ზე მეტი ქვეყანა მოიცვა და მასში ჩაერთვნენ ისეთი ცნობილი ადამინები, როგორებიც არიან: მეგან ფოქსი და მარია შარაპოვა.
საერთო ჯამში, „ხმა ამოვიღოთ ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ“ კამპანიის ფარგლებში, 58 მილიონი დოლარი შეგროვდა. თანხა კი ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრებს მოხმარდა.
ავტორი: ანი დვალი