„ცოცხალი ჯაჭვი ამერიკა"- 1986 წელი
1986 წლის 25 მაისს 6 მილიონზე მეტმა ადამიანმა, ამერიკის 16 სხვადასხვა შტატიდან, ხელი ჩაკიდა ერთმანეთს და 4,125 მილის ცოცხალი ჯაჭვი შექმნეს ნიუ-იორკიდან ლონგ ბიჩამდე.
15 წუთის განმავლობაში ხელცაკიდებული ამერიკელები „We Are the World” და „America the Beautiful"-ს მღეროდნენ.
ჯაჭვში საკუთარი ადგილისთვის თითო მონაწილემ მინიმუმ 10$ გადაიხადა.
სოციალური აქტივისტის კენ კრაგენი ინიციატივით, საქველმოქმედო პიარ კამპანია „ცოცხალი ჯაჭვი ამერიკა" უსახლკაროებისა და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანების დასახმარებლად გაიმართა.
ცოცხალი ჯაჭვის კამპანიას არაერთი ცნობილი პოლიტიკოსი, მომღერალი და სპორტსმენი შეუერთდა.
მათ შორის პრეზიდენტი რონალდ რეიგანი, რომელმაც განაცხადა: „არ მჯერა, რომ ამერიკაში ხალხი იმის გამო შიმშილობს, რომ სხვა ხალხს არ შეუძლია მათი დახმარება. საზოგადოებამ უბრალოდ არ იცის როგორ დაეხმარონ მათ“. პრეზიდენტმა თეთრის სახლის წინ, მონაწილეობა მიიღო ცოცხალ ჯაჭვში.
კამპანიას გამოეხმაურა პრინცი, რომელმაც კამპანიას 13, 200 $ შესწირა, „კოკა-კოლამ“ კი 8 მილიონი $ გაიღო პროექტის განსახორციელებლად.
საბოლოოდ, კამპანიის ფარგლებში, ბენეფიციარების დასახმარებლად 35 მილიონი დოლარი შეგროვდა .
წყარო: http://mentalfloss.com/