"რა ფერია თქვენი ბიუსტჰალტერი?"
„უბრალოდ დაპოსტეთ თქვენი ბიუსტჰალტერის ფერი, მხოლოდ ფერი, მეტი არაფერი. ამით ნათელი გახდება რამდენად გაიზრდება ძუძუს კიბოს ცნობადობა. სახალისოა, ვნახოთ სადამდე გაგრძელდება ხალხის ინტერესი, გაიგონ რატომ პოსტავენ გოგონები ბიუსტჰალტერის ფერს“ - არავინ იცის პირველმა ვინ მიიღო ეს მესიჯი სოციალურ ქსელში, თუმცა 2 საათის განმავლობაში 2000-მა facebook მომხმარებელმა, სხვადასხვა ქვეყნებიდან, facebook-ი ფერადი სტატუსებით ააჭრელეს:
„წითელი“
„დღეს შავი“
„იასამნისფერი“
„ვარდისფერი“
„ყავისფერი“
"სექსუალური ოქროსფერი"...
ქალბატონები პოსტავდნენ მხოლოდ ერთ სიტყვას: რა ფერის იყო მათი ბიუსტჰალტერი. Facebook-ის დანარჩენი მომხმარებელი, განსაკუთრებით მამაკაცები, გაურკვევლობაში აღმოჩნდა და კომენტარებში აქტიურად აფიქსირებდნენ ინტერესს, გაეგოთ რა ხდებოდა:
„ჩანთის ფერია?"
„ასეთ ხასიათზე ხარ?"
...
თქვენც გაინტერესებთ რატომ პოსტავდნენ ბიუსტჰალტერის ფერს?
2010 წელს ოქტომბრის თვე ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვედ გამოცხადდა და ერთი შეხედვით მარტივი კამპანია „რა ფერია შენი ბიუსტჰალტერი" ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა.
კამპანია გარდამტეხი ეტაპი აღმოჩნდა ვირუსული კამპანიის ისტორიაში.
სულ რამდენიმე საათში წარმოუდგენელი პოპულარულობა დაიმსახურა: იგი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თემა გახდა გუგლის საძიებო სისტემაში და ტოპ ნიუსებში მოხვდა სოციალურ ქსელში „ტვიტერი“.
კამპანია პირველი Facebook კამპანიაა, რომელმაც წარმატებით გამოიყენა ვირუსული კამპანია და მხოლოდ რამდენიმე სიტყვით, ძალიან მნიშვნელოვანი სათქმელი თქვა.
მასალა მოამზადა: ანი ციცქიშვილი