ვინ დააწყებინა ქალებს სიგარეტის მოწევა?
Luckystrike-ის პიარ კამპანია „დადანაშაულებულია“ ქალთა შორის მოწევის მოდურად გადაქცევაში!
მე-19 საუკუნეში გავრცელებული მოსაზრების მიხედვით, სიგარეტს მხოლოდ პროსტიტუციაში ჩართული ქალები ეწეოდნენ და მხოლოდ თამამი ქალაქები თუ აღიარებდნენ ამას საჯაროდ.
20-იან წლებში ამერიკული თამბაქოს კომპანიის პრეზდინეტი ჯორჯს ჰილი მიხვდა, რომ ბაზრის წილებს კარგავდა. დაიქირავა საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი ედვარდ ბერნეისი და დაავალა ქალების მოწევის საკითხისთვის ტაბუ მოეხსნა.
ბერნეისმა კონსულტაციები გაიარა ფსიქოლოგ აბრაჰამ ბილთან, რომელმაც უთხრა: „ფემინისტებისთვის სიგარეტი იქნება „თავისუფლების ჩირაღდნები“, რომლითაც ისინი დაუმორჩილებლობას და მამაკაცების ჩაგვრისგან თავის დააღწევას გამოხატავენ.
ბერნეისმა ინფორმაცია პიარ კამპანიის სტრატეგიის შემუშავებისთვის გამოიყენა.
მთავარი იდეის განსახორციელებლად ბერნეისი დაუკავშირდა მეგობარ გოგონას, რომელსაც სთხოვა შეეკრიბა ქალების გუნდი და პრესისთვის ეცნობებინა, რომ მეხუთე ავენიუზე ქალების გუნდი „თავისუფლების ჩარაღდნებით“ ჩაივლიდა.
1929 წლის 31 მარტს, ახალგაზრდა ქალმა ბერტა ჰანთმა მეხუთე ავენიუზე შეაბიჯა და შუა ქუჩაში სიგარეტს მოუკიდა. 10 ახალგაზრდა ქალი შეუერთდა ბერტას და მეხუთე ავენიუზე თავისუფლების ჩირაღდნებით იმუქრებოდნენ. სკანდალური ფაქტი მალევე გაშუქდა და დაიბეჭდა სხვადასხვა პრესაში.
ბერნეისმა გარდა იმისა, რომ მოწევა ქალების თავისუფლებას დაუკავშირა, გლამურის ნაწილიც გახადა და მოდად აქცია.
Lucky strike-ის გაყიდვების რაოდენობა 1923-1929 წლებში გაორმაგდა.
ბერნეისმა კი ერთ-ერი ყველაზე ხმაურიანი პიარ კამპანიისთვის ჰონორარი 25 000$ მიიღო.
წლების შემდეგ ბერნეისი ფარულად იღიმებოდა იმ რადიკალურ გამოხმაურებაზე, რომელიც კამანიას საზოგადოების მხრიდან მოჰყვა:
„კომპანიას მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე სირცხვილში მოუწევს ცხოვრება.“
„უდაოა, რომ „თავისუფლების ჩირაღდნები" იყო გარდამტეხი ეტაპი რეკლამისა და პიარის სფეროში და მისი თამაშის წესები დღესაც გამოიყენება“.
მასალა მოამზადა: ანი ციცქიშვილი