2020 წლის ხედვა: 5 მთავარი ტენდენცია პიარსა და მარკეტინგში.
ციფრული მმართველობა მარკეტინგსა და პიარში 2020 წელს.
1.ინტერაქტიული შინაარსის აფეთქება.
დღეს ტენდეციურად, მომხმარებელთა 90%-ზე მეტი ითხოვს კომპანიისგან მიიღოს კომუნიკაციის უფრო მეტად ინტერაქციეული ფორმა. სწორედ ამიტომ, მარკეტერები ეცდებიან ფოკუსირება გააკეთონ მომხმარებლების მოთხოვნაზე, რათა ხალხს მიეწოდოს ის, რაც მათ უნდათ. რჩევისთვის, თუ თქვენ „იხარჯებით“ შინაარსზე , გახადეთ ის უფრო ინტერაქტიური, სხვა შემთხვევაში მომხმარებლების ჩართულობა თქვენი კონკურენტებისგან განსხვავებით, იქნება დაბალი.
2.“ჩატბოტების“ - ახალი როლები
2020 წლის ტენდეციის მიხედვით, ბიზნესი, თავიანთი მომხმარებლების ბაზასთან უფრო ღრმა ურთიერთობების შესაქმნელად დაიწყებს „ჩატბოტების“(chatbots) გამოყენებას.
დაუსვით სწორი შეკითხვები თქვენს გუნდს, რომელიც ციფრულ მედიაზეა პასუხისმგებელი, რომლებიც შეისწავლიან და გეტყვიან თუ რა მოსწონს, ან არ მოსწონს თქვენს მომხმარებელს. შეაგროვონ ნამდვილი „ციტატები“ მომხმარებლებისგან და შექმნას ავთენტური, სანდო, შინაარსიანი ჩართულობა.
სამომავლოდ, საზრიანი ბრენდის მარკეტინგის წარმომადგენლები გამოიყენებენ chatbots და სხვა სამომხმარებლო პლატფორმებს ინოვაციისა და ინსპირაციული პროდუქტებისა და სერვისების განვითარებისთვის.
3. სოციალურ მედიაში ინფლუენსერების აღზევება.
ბოლო წლების განმავლობაში, საზოგადოებრივი გავლენის შესაქმნელად მრავალი თანხა იხარჯებოდა ბრენდირებაში და შინაარსის სპონსორობაში, მაგრამ ზუსტად , აქ არის მთავარი კითხვა, ღირს თუ არა ინვესტიციის გაკეთება?
2020 წელს შეიცვლება თამაშის წესები მათთვის, ვინც სოციალურ ქსელში იყიდა „მოწონება“ და გაყალბებული ჩართულობა, რადგან ისინი არ აჩვენებენ ბრენდის ვალიდურობას, სანდოობას გაზომილი ანაზღაურებით. მომხმარებლები აღარ იყიდიან იმ პროდუქტს, რომელიც არ გამოხატავს ბრენდს.
ბრენდის მენეჯერებმა ჭკვიანურად უნდა იფიქრონ გავლენის მქონე ადამიანების (influencer) შერჩევაზე, რომ იყვნენ სანდოები და შინაარსთან შესაბამისი.
4. ბრენდის შესანარჩუნებლად დაწესებული სტანდარტი
კვლევებმა აჩვენა, რომ კომპანიების მიერ სოციალურ პრობლემებში ჩართულობის გამო, მომხმარებელი მათ მიმართ უფრო ლოიალურია და უფრო მჭიდრო კავშირი აქვთ, რადგან ამ ბრენდებს სურთ დაიკავონ პოზიციები მთავარ საკითხებზე, ხოლო ნაკლებ ერთგულებას იჩენენ იმ ბრენდების მიმართ, ვინც სოციალური ქსელის მიღმა რჩება.
არსებული პოლიტიკური კლიმატის და ე.წ. „ცხელი ღილაკის“ საკითხების გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ უფრო მეტი მომხმარებელი გამოიწვევს ბრენდების მიზიდულობას, რადგან მომხმარებლები ხშირად მფარველობენ ბრენდებს, რომლებიც იზიარებენ მათ ღირებულებებს.
5. პერსონალიზირებული ბრენდი - გაუმჯობესებული გამოცდილება
მომხმარებელთა ციფრული ქცევის დაკვირვების მრავალფეროვნებაზე დაყრდნობით, გაძლიერებული პერსონალური რეკომენდაციები დადებითად აისახა ბრენდზე, მიზნობრივი რეკლამები განთავსდა პირდაპირ იმ პირთა წრეზე, რომლის გავლენით მომხმარებელი შეიძენს პროდუქტს.(influencer)
მუდმივად ცვალებადი ხელოვნური ინტელექტის ალგორითმები უფრო რთულს ხდის პროდუქტის გაყიდვას, ხოლო, სწორად შესრულების შემთხვევაში, ახალი ტექნოლოგიები წარმოშობს ზუსტ, ადაპტირებულ რეკომენდაციებს.
საზრიან კომუნიკაციას შეუძლიათ უკეთესად გააცნობიერონ მომხმარებლები და მოტივაციები ყიდვა - გაყიდვის გრაფიკის თითოეულ ეტაპზე.
თარგმნილია prdaily.com-ის სტატიაზე დაყრდნობით.