ის, რაც ყველა პიარსპეციალისტმა უნდა იცოდეს - ბარსელონას პრინციპები

საზოგადოებასთან ურთიერთობა განვითარებადი საკომუნიკაციო დისციპლინაა და მისი მთავარი მიღწევები და შედეგები ეჭვს არ იწვევს მკვლევარებისა და პროფესიონალების წრეში.  მუდმივად იხვეწება და ფართოვდება მისი მეთოდები, იზრდება მოთხოვნა ახალ საკომუნიკაციო მიდგომებზე.  აქტუალურ საკითხად რჩება, იმ კრიტერიუმების განხილვა, თუ როგორ ფასდება და იზომება პიარის შესრულებული სამუშაო.

გასულ წლებში პიარ საქმიანობის შეფასება ხშირ შემთხვევაში ბუნდოვანი და ნაწილობრივ არასწორი იყო, რადგან ის ფასდებოდა მარკეტინგული და სარეკლამო შედეგების კუთხით. სწორედ პიარ საკომუნიკაციო საქმიანობის ეფექტურობის შეფასების საკითხი იყო 2010 წელს ბარსელონაში გამართული სამიტის მთავარი განსახილველი თემა. კვლევისა და შეფასების საერთაშორისო საკომუნიკაციო ასოციაციის თაოსნობით, ოცდაცამეტი ქვეყნის პიარ-საკომუნიკაციო სფეროს პროფესიონალები ბარსელონაში პიარის სამუშაოს შეფასების გზების საძიებლად შეიკრიბნენ. სამიტზე შემუშავდა პიარ საქმიანობის კვლევისა და შეფასების სისტემის  შვიდი გზამკლევი და დეკლარაცია, რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პიარ საქმიანობის შეფასების ბუნდოვან აღქმაში.

ასე გამოყურება ბარსელონაში მიღებული შვიდი მთავარი მიმართულება:

1. მიზნების ჩამოყალიბება და პიარ საქმიანობის შეფასება არის პიარის და კომუნკაციის ფუნდამენტური პრინციპი;

კამპანიის დაწყებამდე აუცილებელია  მიზნის ჩამოყალიბება დ იმ მეთოდების განსაზღვრა, რომელიც შესაბამისად შეაფასებს შედეგებს.

მიზნის განსაზღვრამდე უპასუხეთ შემდეგ კითხვებს:

  • ვისი ან რისი შეცვლა გსურთ?
  • სად გინდათ ცვილებების შეტანა?
  • როგორი ტიპის ცვლილებები იქნება სასიკეთო?

2. მხოლოდ კომუნიკაციით მიღებული შედეგის დათვლა/გაზომვა არ არის საკმარისი.

მედია შედეგების გაზომვა არ გვაძლევს სრულყოფილ სურათს. მხოლოდ მედიის საშუალებით ვერ შეძლებთ სასურელი ცვლილებების შეტანას საზოგადოების ქცევაში.

3.ორგანიზაციის იმიჯის ეფექტიანობა უნდა დაითვალოს და გაიზომოს სადაც შესაძლებელია და როგორც შესაძლებელია.

2010 წლის შემდეგ, პიარი აღარ განისაზღვრება მხოლოდ გაყიდვების ზრდის მაჩვენებლით. იგი მნიშვნელოვან როლს თამაშობს საზოგადოების ცნობიერების შეცვლაში.

4. კვლევა და შეფასება უნდა მოიცავდეს, კვლევის როგორც რაოდენობრივ, ასევე თვისებრივ მეთოდებს.

ტრადიციული თუ ონლაინ მედიის შემთხვევაში მნიშვნელოვანია თითოეული ასპექტის გაზომვა, როგორ მივიდა მესიჯი აუდიტორიამდე, რა ემოციები გამოიწვია, რა შედეგი მოიტანა, როგორ აისახა ჩვენს კომპანიაზე და ა.შ.

5. სარეკლამო ღირებულების შეფასება არ არის ეკვივალენტური პიარის და კომუნიკაციის შეფასებისა.

სარეკლამო შედეგის შეფასება პიარის შედეგის არასწორი შეფასებაა. ის ვერასდროს იქნება კომუნიკაციის შედეგის ვალიდური.

6. სოციალური მედიის კვლევა და ანალიზი/შეფასება უნდა იყოს შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმი. 

როდესაც ბარსელონას პრინციპი იქმნებოდა, სოციალური მედია ჯერ კიდე განვითარების დასაწყისში იყო. დეკლარაციის უახლეს განახლებებში ავტორებმა ყურადღება გაამახვილეს სოცალური მედიის შესაფების მრავალფეროვნებაზე. მათი რჩევით, შეფასებისას არ უნდა დაკმაყოფილდეთ მხოლოდ „ლაიკების“ რაოდენობის დათვლით.  გაზომეთ საუბრები, დისკუსიები და მოსაზრებები თქვენს შესახებ.

7. გაზომვა და შეფასება უნდა იყოს გამჭირვალე, თანმიმდევრული და ღირებული.

 

თეგები