საჯარო ლექცია საზოგადოებასთან ურთიერთობის ექსპერტისგან
Impact hub Tbilisi-სა და Impact hub Erevan-ის ერთობლივი ინიციტივით, საქართველოს სომხეთში მოქმედი საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სააგენტო Deem Communications-ის დამფუძნებელი რაფი ნიზიბლიანი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში Impact hub Tbilisi-ში საჯარო ლექცია გაიმართა. ლექციაზე დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლო.
საჯარო ლექციის მთავარი განსახილველი თემები საკომუნიკაციო კამპანიის მომზადება, დაგეგმვა და განხორციელება იყო. სტუმარმა შეხვედრის მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და ის მიგნებები გაანდო, რომელიც გრძელვადიან, სასურველი შედეგის მიღწევაში დაეხმარებათ.
ქეთევან ებანოიძე, Impact hub Tbilisi-ის თანადამფუძნებელი: - Impact hub Erevan-თან თანამშრომლობით, საქართველოში მოვიწვიეთ ექსპერტი მარკეტინგსა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დარგში. რაფი ნიზიბლიანის ორგანიზაციას Deem Communications-ს მუშაობის ათწლიანი გამოცდილება აქვს და თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან. შეხვედრა საინტერესო აღმოჩნდა, ყველასთვის ვისაც აინტერესებს საზოგადოებასთან ურთიერთობის, საკომუნიკაციო სატრატეგიის და მარეტინგის მიმართულებები. საერთაშორისო ქსელი გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ჩავატაროთ მრავალფეროვანი, ერთობლივი ღონისძიებები, ამიტომ მომავალშიც ვგეგმავთ სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებებს საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებითაც.