რა არის ციფრული პიარი?

პიარი შეიცვალა და  ყველამ იცის, რომ დღეს ის აღარ ნიშნავს მხოლოდ მედიასთან ურთიერთობას და პრეს-რელიზების წერას. უფრო მეტიც, პიარი იმდენად თავსებადი გახდა, რომ  ტრადიციულ მიმართულებებთან ერთად, ინტეგრირებულია კონტენტ მარკეტინგთან, სოციალურ მედიასთან და საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის პროცესთან - ეს კი ციფრულ პიარს ნიშნავს.  აღნიშნული გარდაქმნა საშუალებას გვაძლევს, მედიის გვერდის ავლით, დავამყაროთ კავშირი სამიზნე ჯგუფებთან.

დღეს ახალი ამბები შეგვიძლია გავავრცელოთ ყველაზე უფრო სწრაფად, ვიდრე ეს ოდესმე შეგვეძლო. ეს საშუალებას გვაძლევს მთავარი ამბის პირველი წყაროები თავად ვიყოთ და კონკრეტულ სამიზნე აუდიტორიაზე გავიდეთ.  

ციფრული პიარით, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ხმას ვაწვდენთ ფართო აუდიტორიებს. იმდენად გაზრდილია ინტერნეტის გამოყენება საზოგადოებაში, რომ ონლაინ არხებით ინფორმაციის გავრცელება გაცილებით ეფექტურია, ვიდრე ბეჭდურ მედიაში ან ტელევიზიაში. ამ დროს ვიყენებთ ბლოგს, facebook-ს, ონალინ მიმოხილვეს არა მხოლოდ ახალი ამბების გასავრცელებლად, არამედ დიალოგს ვამყარებთ მომხმარებელთან. 

გაგაცნობთ რამდენიმე ციფრულ პიარ ტაქტიკას, რომელიც საუკეთესო შედეგის მისაღებად დაგეხმარებათ:

1. გააკეთეთ ონლაინ მედია საშუალებების და სოციალური მედიის იმ პლათფორმების იდენტიფიცირება, რომლითაც თქვენი მომხმარებელი სარგებლობს;

2. გაარკვიეთ ვინ არის ყველაზე გავლენიანი პერსონა ონლაინ სივრცეში, რომელიც თქვენს სფეროს ერგება - ეს შეიძლება იყოს ბლოგერი, ჟურნალისტი ან უბრალოდ სხვა პროფესიონალი, რომელიც აქტიურია სოციალურ მედიაში. დაუკავშირდით, გაიცანით და მიაწოდეთ საინტერესო შინაარსის მასალები, რათა დაწეროს თქვენს ბრენდზე.

3. იყავით აქტიურები ონლაინ სივრცეში. მიიღეთ მონაწილეობა ჯგუფურ დისკუსიებში და განხილვებში, რადგან თქვენი აზრი როგორც ესქპერტის, მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის.

4. თქვენს მედია არხებზე  ყველა საჭირო ინფორმაცია, კომპანიის შესახებ,  ხელმისაწვდომი გახადეთ.

 

ავტორი: ირაკლი ღადუაშვილი

 

 

 

 

 

თეგები