ახალი პიარსახელმძღვანელო ქართულად ითარგმნა

ჯიპას უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტებმა პიარის ინგლისურენოვანი სახელმძღვანელო ქართულად თარგმნეს.

მზიურის კაფეში გამართულ წიგნის პრეზენტაციაზე, ახალგაზრდებმა წიგნზე მუშაობის პროცესზე ისაუბრეს და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მადლობა გადაუხადეს იდეის სრულყოფისთვის.

სასწავლო პროცესში გამოყენებული ინგლისურენოვანი სახელმძღვანელო ყველასთვის ხელმისაწვდომი რომ ყოფილყო, სტუდენტებმა წიგნი თავების მიხედვით გადაინაწილეს და თარგმნეს. ლექტორების და ფაკულტეტის დეკანის ინიციატივით, თარგმანი დარედაქტირდა და წიგნად გამოიცა. 

წიგნი ძირითადად პიარის სფეროში წერის საკითხებს შეეხება და პროფესიულ მიდგომებს განიხილავს.

ქართულენოვან ლიტერატურას საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში კიდევ ერთი სახელმძღვანელო შეემატა, რომელიც ჯიპას უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში შეინახება და მომავალი წლიდან სასწავლო მიზნებისთვის გამოიყენება.

 

 

თეგები
PR GIPA