საუკეთესო მსმენელის 7 დამახასიათებელი ჩვევა

მოსმენა ინტელექტს გავს! - უცნაურად ჟღერს, მაგრამ ითვლება, რომ ეს 2 კომპონენტი, მნიშნელოვნების მიხედვით, საშუალოზე მაღლა დგას. ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, მოსმენის უნარი  40%-ით გვეხმარება სამუშაოს მაღალ დონეზე შესრულებაში. 

როგორც ალფრედ ბრენდელმა თქვა - „ინგლისური სიტყვა „LISTEN“ იგივე ასოებით შედგება, რომლითაც შედგება  სიტყვა “SILENT”.  ეფექტური მოსმენა არის უნარი, რომელიც დასწავლადი და განვითარებადია.  საჭიროა საკუთარ თავზე მუშაობა. მარტივი სტრატეგიები დაგეხმარებათ მიზნის მიღწევაში. 

ერთი სიტყვით, ამ უნარს ვიყენებთ წარმატებული და ძლიერი კომუნიკაციისთვის და მოუსმენლობამ შეიძლება თამაშ გარეთ დაგვტოვოს.

მათთვის ვისაც, თამაშ გარეთ დარჩენა არ გსურთ:

1. კონცენტრირება - ხშირად იმაზე ფიქრი, თუ რას ვუპასუხებთ მოსაუბრეს და როგორი ეფექტი ექნება ჩვენს ნათქვამს, ხელს გვიშლის ჩვენთვის განკუთვნილი მესიჯის აღქმაში. შეიძლება გვესმის რა არის ნათქვამი, მაგრამ სიტყვები გაუაზრებლად იკარგებიან ჰაერში. კონცენტრირება არ არის ისეთი მარტივი, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. იგი დიდ ძალისხმევას მოითხოვს.

2. გადადეთ თქვენი ტელეფონები!  -  შეუძლებელია, აკონტროლოთ რა ხდება ტელეფონში და ამავდროულად ყურადღებით მოისმინოთ. არაფერი ისე არ უშლის ხელს ჩვენს რესპოდენტებს გამართულად საუბარში, როგორც ჩვენი ტელეფონისკენ გახედვა. უმჯობესია, სრული კონცენტრაცია და ენერგია საუბარზე მივმართოთ. აღმოაჩენთ, რომ საუბარი უფრო ეფექტური და სასიამოვნო გახდება.

3. დასვი საინტერესო კითხვები - ყველას გვიყვარს, როცა გვისმენენ. კითხვების დასმა ნიშნავს, რომ თქვენ უსმენთ და თან ინტერესს გამოხატავთ. გაგიკვირდებათ, როცა ნახავთ რამდენად გაფასებენ და  პატივს გცემენ, სწორი კითხვების დასმის შემთხვევაში. მთავარი ამოცანაა კითხვები იყოს რელევანტური ორიენტირის საგანთან.

4. ივარჯიშეთ მოსმენაში - ფსიქოლოგმა კარლ როჯერსმა გამოიყენა ტერმინი “ამრეკლავი მოსმენა” პერეფრაზირების სტრატეგიის აღწერის, მესიჯის სწორი ინტერპრეტაციისათვის. როდესაც ამრეკლავ მოსმენაში ვარჯიშობთ, სასურველია თქვენი სიტყვებით გადმოცეთ რესპოდენტის მიერ გამოგზავნილი და თქვენს მიერ გააზრებული მესიჯი. ამ დროს საშუალება გეძლევათ განმარტოთ, სწორად გაიგეთ თუ არა მოსაუბრის ნათქვამი.

5. გამოიყენეთ პოზიტიური ჟესტიკულაცია - ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ექსპრესია და ხმის ტონი. პოზიტივი ყოველთვის იზიდავს რესპოდენტებს ჩაერთონ თქვენთან საუბარში. აუცილებელია ენთუზიაზმი, თვალებით კონტაქტი და მეგობრული/კომუნიკაციური სხეულის ენა.

6. არ განიკითხოთ - იყავით ღია განსხვავებული აზრების მოსმენისას. ასე უფრო მიმზიდველი და საინტერესო იქნებით ოპონენტებისთვის.  არასდროს ეკამათო ადამიანს, რომელსაც აქვს მყარი, ჯიუტი აზრი და არ სურს მოისმინოს რაიმე განსხვავებული. მნიშვნელოვანი დეტალია სამუშაო გარემოში. ეს უნარი დაგეხმარებათ ახალი იდეების მოძიებასა და თანამოაზრეების პოვნაში.

7. გაჩუმდით და ისე მოუსმინეთ რესპოდენტს - მხოლოდ მაშინ დაილაპარაკეთ, როდესაც გსურთ კარგად გააზრებული კითხვის დასმა. ადამიანებს გვახასიათებს ერთდროულად  რამდენიმე საქმის კეთება, ხანდახან ეს  ეფექტურიცაა. თუმცა, ეფექტური მოსმენისათვის  მაქსიმალური კონცენტრირება და ძალისხმევაა საჭიროა.

 

წყარო:www.inc.com