5 რჩევა დამწყებ პიარ პროფესიონალებს

ადვილი არ არის  დღევანდელ შრომით ბაზარზე თავის დამკვიდრება, თუმცა ვალდებული ხარ ყველაფერი გააკეთო ამისთვის. საწყის ეტაპზე, სწავლის პერიოდშივე საჭიროა  სტაჟირების გავლა, რათა ვიცოდეთ ჩვენი მომავალი სამუშაოს სპეციფიკა და თავისებურებები.

კომუნიკაციების სფეროში სწრაფად იცვლება ყველაფერი და პიარ სპეციალისტებიც ყოველთვის მზად უნდა იყვნენ ამ ცვლილებებისთვის. ეს ეხება, როგორც ვეტერან პიარ მენეჯერებს, ასევე დამწყებებს.

გთავაზობთ 5 რჩევას, რას უნდა მიაქციოს ყურადღება დამწყებმა პიას სპეციალისტმა, წარმატების მისაღწევად.

1. ვიზუალური შიგთავსი

ისწავლეთ ორიგინალური, შინაარსიანი ვიზუალის  შექმნა, რათა გაზარდოთ თქვენი პრესრელიზების, პოსტების და სტატიების ხილვადობა. კარგად შერჩეული ფერი 80%-ით ზრდის ინფორმაციის წაკითხვის სურვილს.

2.ფაქტები და ანალიზი

გაიაზრე და გაანალიზე ფაქტები, რათა მიხვდე როგორ გამოიყენო ისინი  შედეგების გასაუმჯობესებლად. ბაზისური კვლევების ანალიზის უნარი პიარ სპეციალისტის აუცილებელი საჭიროებაა.

3.მედია ლანდშაფტი

ახლოს გაიცანი ყველა მედია საშუალება, შეაფასე და მიხვდები რა სჭირდებათ და რა უნდა უამბო მათ. 

4.მონიტორინგი გაუწიე სხვების  საუბარს

კარგი კომუნიკაცია კარგი მოსმენით იწყება. დააკვირდი და გაიგე შენი ბრენდის მომხმარებელი რას გრძნობს, რას ამბობს და რას უზიარებს სხვებს. სოციალური მედიის მონიტორინიგი 2016 წლის მარკეტინგისა და პიარის მნიშვნელოვანი ტრენდია.

5. დარჩი  სწორ პოზიციაზე 

სწორი პოზიციონირება დაგეხმარება ადვილად ხელმისაწვდომი იყო ყველა სამიზნე აუდიტორიისთვის.

2000 წელს ამერიკის მოსახლეობის 52% იყენებდა ონლაინ მედიას, დღეს - 85%, 2006 წელს 7%-ს ჰქონდა სოციალური მედიის პროფაილი, დღეს 78%-ს.

 

წყარო:PRnewsonline.com

თეგები