რა არის B2B PR?

თუ თქვენი ბიზნესი ორიენტირებულია პროდუქტის ან მომსახურების სხვა კომპანიებზე მიყიდვით,  ე.ი. თქვენი კომპანია იყენებს ბიზნესის B2B(Business to Business) მოდელს. აღნიშნული მუშაობის მეთოდი სრულიად განსხვავებულია და მისი მომხმარებლები არ არიან სამომხმარებლო ბაზრის რიგითი მყიდველები.

მნიშვნელოვანი გასნხვავებაა პიარ მიდგომებში.

არ კამპანია, რომლის მიზანი კონკრეტული ბიზნეს აუდიტორიის სტიმულირებაა, ცნობილია B2B PR-ის სახელით. ამ ტიპის კამპანია, სამომხმარებლო ბაზრისთვის დაგეგმილი პიარ კამპანიისგან განსხვავებით, ჯერ სტიმულირებას უწევს კომპანიას და შემდეგ მის პროდუქტს ან მომსახურებას.

კამპანიის მთავარი ამოცანა პარტნიორების ნდობის მოპოვებაა, რაც ბუნებრივად იწვევს გრძელვადიან ურთიერთობებს სამიზნე ჯგუფებთან. პიარი აშენებს სანდო ურთიერთობებს, იყენებს განათლებას და იღებს ნდობას.

B2B პიარ კამპანიები, როგორც წესი, უფრო მიზანმიმართული და კონკრეტულია, ვიდრე სამომხმარებლო ბაზრის შემთხვევაში. თქვენი შეტყობინებები  უფრო სპეციფიური და რთულია.

კარგად გააზრებული და დაგეგმილი B2B პიარ კამპანიის გასაღები კომპანიის უნიკალური ღირებულების განსაზღვრაა. ეს მოგცემს საშუალებას სამიზნე აუდიტორიას აჩვენო, რა სარგებელი შეიძლება ჰქონდეს მას ორგანიზაციისგან.

აღნიშნული კომუნიკაციის მთავარი სამიზნე ჯგუფი, დიდი ბიზნესის წარმომადგენლობების გარდა, არის ყველა ის პატარა ბიზნეს ერთეული, რომელიც შენს სექტორში მოღვაწეობს.

B2B პიარ კამპანია არ არის მარტივი განსახორციელებელი, იგი დიდ დროსა და რესურსს მოითხოვს. თუმცა, წარმატებით შესრულებული კამპანიის შედეგები კომპანიისთვის მნიშვნელოვან სასიკეთო ცვლილებებს იწვევს. ეს არის ინვესტიცია, რომელიც უკან აუცილებლად დაგიბრუნდებათ.

 

წყარო: www.drpr.com

 

 

თეგები
B2B PR