"უტაქტო მეილები" - 3 ცუდი მანერა მეილის გაგზავნის დროს

 

უტაქტობაა, როდესაც მეზობელი დილის 7 საათზე იწყებს მდელოს გათიბვას. ცუდი მანერები ყველგან გვხდება და მათ შორის ინტერნეტ სივრცეში.

უამრავ კორპორაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება უფლებას მაძლევს რამდნეიმე რჩევა მოგცეთ, მეილთან ურთიერობის დროს.

1. მეილზე მიმაგრებული „უზარმაზარი“ ფაილი

ყოველდრიურად უმარავი ზარი შემოდის ჩემთან, კომპანიები მათ გამოცემებში რეკლამის განთავსებას მთავაზობენ. რამდენიმე დღის წინ საკმაოდ დაჟინებული კომპანია გადამეკიდა. რამდენიმე თავაზიანი სატელეფონო საუბრისა და მელზე მიწერ-მოწერის შედმეგ, უარი მაინც არ მიიღეს პასუხად..

ამ კვირას, ამ გოგონასგან მომივიდა მეილი 12 მეგაბაიტინიანი პდფ დანართით, რომელიც მოხვდა ჩემ მეილის მახსოვრობაში და რომელიც საერთოდ არ იყო ჩემთვის შესაფერისი შეთავაზება.

 იცოდეთ, რომ ყველას შეზღუდული მახსოვრობა აქვს ონლან სისტემებში თუ კორპორატიულ მეილებში. ამიტომ თუ რაიმე დიდი მოცულობის ცხრილებისა და მასალების გაგზავნა გსურთ, დაურთეთ ლინკის სახით.

2. მეილები სათაურით - სასწრაფოა

რაც თქვენთვის აქტუალურია, არ ნიშნავს იმას, რომ ჩემთვისაც გადაუდებელია.

თუ აუცილებელი დახმარება გჭირდებათ, უფრო ეფექტურია სათაურის ველში მიუთითთ - „გთხოვთ განიხილოთ, დღესვე გასაგზავნი“. ასევე შეიძლება მეილს თან უძღოდეს ზარი ან პირადი შეხვედრა, რომლის დროსაც ახსნით, საქმის გადაუდებლობას. ნუ ააფრიალებთ „სასწრაფოა" დროშებს.

3. დახმარების თხოვნა უცნობებს

წარმოდგენა არ მაქვს ვინ ხართ და ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ უნდა დაგეხმაროთ თქვენი კომპანიის გაპიარებაში?

თუ ადამიანს ერთხელ მაინც შეხვდით და გისაუბრიათ, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ ეკონტაქტოთ მეილით: „როგორც შეხვედრაზე აღნიშნეთ, თქვენი კომპანია ამ დარგში საქმინობს და ჩვენ ამ კუთხოთ დახმარება გვჭირდება“ ან რაიმე მსგავსი..

მაგრამ არაფერი სთხოვოთ უცნობებს!

თქვენ რომელ შეცდომა გაგიჟებთ?

 

 Laura Hale Brockway

PRdaily.com

თეგები