მეტი ვიზუალი ბრენდის წარმატებისთვის!

პირველი შთაბეჭდილებები ყოველთვის გადამწყვეტია და განსაკუთრებით ბიზნესში. ის თქვენი მომავალი საქმის წარმატებას ან წარუმატებლობას განსაზღვრავს. ბაზარზე გამოჩენის პირველივე დღიდან, მომხმარებელი იწყებს თქვენთან ურთიერთობას. თუმცა მანამდე ახდენს თქვენს იდენტიფიცირებას. ვინ ხართ? რომელ სეგმენტს მიეკუთვნებით? რას სთავაზობთ? რა ფორმით? სად? და ა.შ. თქვენ ვიზუალურ მხარეზეა დამოკიდებული მომხმარებლის პირველი შთაბეჭდილება.

გაგაცნობთ 4 გზას, რათა თქვენი ბიზნესი იყოს უფრო დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი:

  1. შექმენი მარტივი ვიზუალი - პირველ შთაბეჭდილების 94% დამოკიდებულია დიზაინზე. ასე, რომ დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ ვიზუალს, რათა მომხმარებელმა აღგიქვათ, როგოც ხარისხის მატარებელი თქვენს ბიზნესში. დღეს ბრენდის ვიზუალიზაცია ძალიან გამარტივებულია. თქვენ შეიძლება არ გაქვთ სახსრები, რომ დაიქირაოთ პროფესიონალი დიზაინერი, მაგრამ აუცილებლად შეინარჩუნოთ თანმიმდევრულობა და პროფესიულად მიუდგეთ ლოგოს, ფონტის და ფერების შერჩევას. ლოგო უნდა იყოს მარტივი, მკაფიო და ამავე დროს ბრწყინვალე. ერთი გააკეთე ჰორიზონტალური ფორმატის და ერთი კვადრატული ვარიაციის, რომელსაც უფრო ხშირად გამოიყენებთ, ის დაიტოვეთ. ფონტის არჩევა ბევრად უფრო მარტივი და ხელმისაწვდომია. შეგიძლია აირჩიო ორი ტიპის ფონტი, რომელსაც გამოიყენებ ჰედლაინისთვის და დამხმარე ტექსტისთვის. ასევეა ფერებში, შეგიძლია აირჩიო 2-3 ძირითადი ფერი და დროთა განმავლობაში რომელიმე ერთზე გადახვალ.  ასეთი მიდგომა მოგცემს პროფესიონალურად განვითარების საშუალებას.
  2. გამოიყენე მაღალი ხარისხის სურათები - აუცილებელია პროფესიონალურად გადაღებული სურათების გავრცელება, რადგან ეს პირდაპირ ასახავს ბენდის ხარისხის ინდექსს მომხმარებლებში. ხარისხის გარდა, მნიშვნელოვანია სურათებზე განთავსებული იყოს ბრენდის ლოგოები. ეს შეიძლება მოითხოვს ხარჯებს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ხარისხის ნიშანი დიდ მოგებას მოგიტანთ.
  3. მოსახერხებელი საიტი - ზემოთ ხსენებული მასალებისთვის აუცილებელია პლათფორმა, სადაც ყველაფერს განათავსებთ. ერთ-ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ბრენდის ოფიციალური საიტი. დავიქირავებთ თუ არა ძვირადღირებულ  ვებდიზაინერს, არ აქვს მნიშნელობა. ერთი რამ უნდა გვახსოვდეთ, საიტი უნდა იყოს მარტივად აღქმადი, ნავიგაცია - ორგანიზებული და ლოგიკურად თანმიმდევრული. ფერები და ფონტები უნდა იყოს მთავარი მანიშნებლები. საიტი უნდა იყოს მიმზიდველი.
  4. შეინარჩუნე თანმიმდევრობა და ავტორიტეტი - თუ გსურთ თქვენი ბიზნესი სერიოზულად აღიქვან და საწყის ეტაპზევე წარმატებით იმუშათ, აუცილებელია ლექსიკონიდან ამოიღოთ შემდეგი ფრაზები: „მე ვფიქრობ...“, „ჩემი აზრით...“ თქვენს სამიზნე აუდიტორიას უნდა აჩვენოთ, რომ ზუსტად იცით რასაც ამბობთ. თქვენ თუ არ ისაუბრებთ დამაჯერებლად, გაბედულად და ამავე დროს თავაზიანად, ნდობის შენარჩუნება გაგიჭირდებათ. 

მიყევით აღნიშნულ ტაქტიკას და თქვენი ბიზნესის საწყის ეტაპზევე იგრძნობთ დადებით შთაბეჭდილებებს.

LAUREN HOOKER 

„Elle and Company"

 

 

თეგები
BrandVisibility