როგორ დავგეგმოთ წარმატებული პიარ ღონისძიება?

ღონისძიება არის შესანიშნავი გზა აამაღლო კომპანიის, როგორც ბრენდის ცნობიერება მომხმარებლებში და რაც ყველაზე მთავარია, ჟურნალისტებში. კარგად დაგეგმილი ღონისძიება აიძულებს ჟურნალისტს, დატოვოს თავისი მაგიდა და ჩაერთოს აღნიშნულ პროცესში. ეს კი პირდაპირ კავშირშია ბრენდის ცნობადობის გაზრდის პროცესთან, რასაც ფულით ვერ შექმნი.

არსებითად მნიშვნელოვანია პიარ ღონისძიებები იყოს სწორად დაგეგმილი. ღონისძიებები ეს არის პიარის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი და წლების განმავლობაში ჩვენ ასობით წარმატებული და ცნობილი ღონისძიებები გვახსოვს სხვადასხვა ბრენდების მიერ დაგეგმილი. მაგალითისთვის: BooBy Birds-ის ძუძუს კიბოს საწინააღმდეგო კამპანია და დისნეის Share the magic.

წარმატებული კამპანია ოთხ ძირითად კომპონენტს უნდა მოიცავდეს: დაგეგმვა, დროში განაწილება, სწორი თემატიკა და კავშირის დამყარება - შეასრულე ეს კარგად და თქვენ მიიღებთ არა მარტო კარგ ღონისძიებას, არამედ ბრენდის მიმართ დიდ გამოხმაურებას.

  1. დაგეგმვა - მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ღონისძიება ბუნებრივად მნიშვნელოვანია კომპანიისთვის. ჟურნალისტები, რომლებიც წარმოადგენენ სამიზნე აუდიტორიას, ყოველდღიურად არიან მიწვეულნი სხვადასხვა ღონისძიებებზე. ამის გამო, მნიშვნელოვანია დადგინდეს თუ რას სთავაზობთ თქვენ, რამაც ჟურნალისტს უნდა მისცეს საფუძველი თქვენს ღონისძიებას დაესწროს. ასეთ დროს მნიშვნელოვანია, როგორ მიმართავ ან რას დაუკავშირებ ღონისძიებას. მაგ: ტანსაცმლის ახალი კოლექციის ჩვენება,  ქალაქში ახალი ტალანტის ყველაზე ცხელი პერფომანსი. წარმატებული ღონისძიება უნდა შეიცავდეს ყველა იმ კომპონენტს, რაც ჟურნალისტს აფიქრებინებს - „მე ვაპირებ „დავაიგნორო" ყველა ჩემი მეილი და გამოვნახო დრო აქ წასასვლელად".
  2. დროში განაწილება - ერთ-ერთი პირველი, რაზეც უნდა იფიქრო დაგეგმვის დროს, ეს არის ღონისძიების თარიღი და დრო. არსებობს გარკვეული ცხოვრების წესი ჟურნალისტებისთვის, როცა მათ აქვთ გარკვეული სტანდარტებით დადგენილი ვალდებულებები და შესაბამისად ამ დროს თქვენს ივენთზე დასწრების ნაკლები შანსი იქნება. მაგალითად, როცა ტარდება მასშტაბური მოდის კვირეული ან როცა საკურორტო პერიოდია ივლისი-აგვისტო, ან როცა საჯარო დასვენების დღეებია, ან როცა ჟურნალისტები რომელიმე ცხელ წერტილში მიდიან, ასეთ დროს ღონისძიების დაგეგმვა არ შეიძლება.
  3. სწორი თემატიკა - შეიძლება თქვენს ღონისძიებას ქონდეს სწორი „ხედვა“, თქვენ შეგიძლიათ ივენთი უზრუნველყოთ ყველა მასალით, რაც გეხმარებათ დატოვოთ ეფექტიანი და პროფესიონალური შთაბეჭდილება ჟურნალისტზე. თუმცა აქტუალური თემის გარეშე არაფერი გამოვა. თემის შერჩევის კარგი მაგალითია SS14 press day for Kaleidoscope-ის ღონისძება(მოდის სახლი). მათ აარჩიეს თემა მსოფლიოს გარშემო, იმიტომ რომ დღეს იგრძნობა მსოფლიო გავლენა მოდის ინდუსტრიაში. ამ თემას დაუკავშირეს ღონისძიებაზე წარმოდგენილი ყველა დეტალი: დეკორი, საკვები, სასმელი, და ჟურნალისტების საჩუქრებიც კი.
  4. კავშირის დამყარება - კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, რომ ღონისძიების შემდეგ ჟურნალისტს ახსოვდეს კომპანიის შესახებ ინფორმაცია. ეს აუცილებელია შემდგომი ურთიერთობისთვის. ამისთვის, ივენთის განმავლობაში გაავრცელეთ ბრენდირებული დეტალები: ეს შეიძლება იყოს რელიზი, კომპანიის საინფორმაციო ბუკლეტი, ბრენდირებული პროდუქტი ან სუვენირი და ა.შ. აუცილებელია ასეთ დროს დატანილი იყოს კომპანიის ყველანაირი საკონტაქტო ინფორმაცია.

 

წყარო:Pha-media.com