პიარში მუშაობთ და ჯერ კიდევ არ დაგიწყიათ წერა?

ნებისმიერ პიარ პრაქტიკოსს რომ კითხოთ, რა არის მათი სამუშაო პროცესის გამორჩეული ნაწილი, განსახვავებულ პასუხებს მოისმენთ. ზოგი გეტყვით, რომ ეს არის დარწმუნება და ლობირება, სხვები იტყვიან, რომ ეს არის მოხსენების გაკეთება, შეტყობინებების გავრცელება, მაგრამ უმეტესი ნაწილი იტყვის, რომ ეს არის წერა.

ამის მიუხედავად, უცნაურია, რომ ბევრი პიარ პროფესიონალი არ იყენებს ბლოგინგს. თუ შენ გაქვს ამბავი და გაქვს წერის უნარი, შეგიძლია აწარმოო ბლოგი და ასწავლო  კლიენტებს და გაუზიარო გამოცდილება.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ დაიწყოთ წერა:

  1. თავი მოუყარეთ საწყის ინფორმაციას, რაც იდეების ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ - თქვენ გყავთ მიზნობრივი აუდიტორია, თქვენი სფეროს და მიზნების გათვალისწინებით. პირველ რიგში თქვენ უნდა იკითხოთ: რა მოსწონთ მათ? რა უნდათ რომ წაიკითხონ? სწორედ ამ კითხვებზე უნდა გქონდეთ პასუხი, სანამ მთავარ იდეაზე გადახვალთ.
  2. იპოვე შენი სტილი - ეს შეიძლება იყოს თანამედროვე, შემოქმედებითი, ტრადიციული, მაგრამ მთავარია ერგებოდეს კლიენტს.
  3. გამოიკვლიე - წყაროების გარეშე არ გამოაქყვეყნოთ წერილი. კლიენტს არ აინტერესებს თქვენი პირადი მოსაზრებები.
  4. პოზიციონირება დროს მოითხოვს - როცა თქვენ ხართ დამწყები, მზად უნდა იყოთ ბრძოლისთვის. განავითაროთ აუდიტორია და გყავდეთ მუდმივი მომხმარებელი, ამას დრო სჭირდება. 
  5. იყავი თანმიმდევრული და ერთგული - არასდროს დაივიწყო ეს ორი პირობა. როგორც თქვენ ინიშნავთ დროს, ისე ინიშნავს კლიენტიც. თქვენი სამიზნე აუდიტორია შემოდის სიახლის მისაღებად, ის ელოდება ამას და არასოდეს გაუცრუოთ იმედები.
  6. საუკეთესო სათაურები ქმნიან ინტერესს და სანდოობას - იცით თუ არა, რომ აუდიტორიის 80% პირველრიგში ყურადღებას აქცევს სათაურს? ცუდი სათაურის შემთხვევაში წერილი ვერ მიიქცევს ყურდაღებას.  
  7. გამოიჩინე გულისხმიერება - აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, ხალხს არ უყვარს პატივისცემის გამოხატვა საჯაროდ. სანამ არ გაგიცნობენ, არ უყვართ დაგანახონ საკუთარი შეხედულებები.
  8. თაგები არ არის კატეგორიები - კატეგორიები უნდა განსაზღვროთ იმის მიხედვით, თუ რა სფეროს ემხსახურება ბლოგი. თაგებს იყენებენ პოსტების დეტალური აღწერისთვის.
  9. ნდობა უნდა მოიპოვო შრომით - მკითხველს სჭირდება დრო, რომ ეს ნანატრი სიტუაცია დადგეს როცა იცი, რომ გენდობიან. ნდობა იქმნება იმ წყაროებზე და კავშირებზე დაყრდნობით, რომელსაც იყენებ.
  10. თემის შინაარსი - მნიშვნელოვანია თემის შინაარსი იყოს დროის შესატყვისი და გარკვეულ ტენდენციებზე მორგებული. თუმცა, გამოცდილი ბლოგერები გვირჩევენ ავიღოთ თემები, რომელთა შინაარსი არის მარად აქტუალური საზოგადოებისთვის.

 

ავტორი: Aaron Sarno

თეგები
Blogging 10Rules AaronSarno