წარმატებული სპიკერი, არ ნიშნავს კარგ მოლაქლაქეს - საჯარო გამოსვლის 12 წესი

წარმატებას უამრავი დეტალი განსაზღვრავს, მაგრამ არის გარკვეული წესები საჯარო გამოსვლების დროს, რომელიც აუცილებლად მოგიტანთ პოზოტიურ შედეგს.

  1. ყოველთვის თქვით სიმართლე - არ ხართ ვალდებული იცოდეთ ყოველთვის ყველაფერი. თუ რამე არ იცი ან  შენს კომპეტენციას აღემატება,  არ ინერვიულოთ.
  2. კარგად შეისწავლე თემა - თქვენ არ ხართ ვალდებული იცოდეთ ყველაფერი, მაგრამ თქვენი საქმეა იცოდეთ იმდენი, რამდენიც შეგიძლიათ. თუ თქვენ ხართ სპიკერი მაშინ თქვენ უნდა იცოდეთ, როგორი აგრესიულია ადამიანის ბუნება. თქვენი თავი უნდა შეაფასოთ, როგორც კურდღლის, ასევე მონადირის პოზიციიდან.
  3. არ არის საჭირო ყოველთვის ბრწყინვალე გეგმა გქონდეთ - ეს სხვების თვალში ისე ჩანს,  თითქოს თქვენ ყველა მათგანზე უკეთესად აკეთებთ საქმეს, უფრო ჭკვიანი ხართ და უფრო საინტერესო რაღაცეებზე შეგიძლია საუბარი. არ გახდე მსხვერპლი ფეისბუქის კრიტიკის. უბრალოდ იყავი კომპეტენტური შენს საქმეში.
  4. გამოიყენე სიახლეები - ისაუბრეთ თქვენს სფეროში არსებულ სიახლეებზე, ახალ მიდგომებსა და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე.
  5. იყავი პრაქტიკული - საჯარო გამოსვლა არასდროს არ არის სრულყოფილი, ამიტომ ყოველთვის საჭიროა გაიარო რეპეტიცია გამოსვლამდე.
  6. აქცენტები გააკეთეთ იმ ნაწილზე, რომელიც თქვენ გიყვართ - არ ისაუბროთ ზოგადად და ვრცლად.
  7. დააფიქსირეთ თქვენი პირადი მოსაზრებები და იდეები - თქვენ მაინც ვერ გააკონტროლებთ აუდიტორიას. თქვენი საქმეა ქეისი წარმოადგინოთ ემოციურად. მაყურებელს აქვს თავისი შეხედულებები და თქვენ არ გაქვთ კონტროლი მათზე. წარმატების მიღების შემთხვევაში მიიღებთ ხმებს ან ფეხზე ამდგარ აუდიტორიას.
  8. სიტყვის ბოლოსკენ ისაუბრეთ სიყვარულის ენით - თქვენ დაიმსახურებთ ყურადღებას და მოწონებას, თუ პრობლემას დააკავშირებთ რაიმე პოზიტიურ და სენსიტიურ მოვლენებთან.
  9. აპატიეთ საკუთარ თავს შეცდომები - ყოველი გამოსვლის შემდეგ დრო დაუთმეთ თქვენი თავის შეფასებას:  რა თქვით და რა გააკეთეთ განსხვავებულად. რა თქმა უნდა, თქვენ უნდა ისწავლოთ შეცდომებზე, მაგრამ არ გაკიცხოთ თქვენი თავი, ეს შედეგს არ მოგიტანთ.
  10. მოლოდინი ყოველთვის არ ამართლებს - სამხედრო ადამიანები ამბობენ: „სტრატეგია ყოველთვის არ ნიშნავს  პირველ გასროლას". ანალოგიურად, გამოსვლა ყოველთვის წინასწარ დაგეგმილი წესებით შეიძლება არ განვითარდეს, ამიტომ თქვენ უნდა იყოთ მზად შეცვალოთ მიმართულება. 
  11. წარმატება არის იქ, სადაც თქვენ მას იპოვით - თუ თქვენს წარმატებას სხვა ხალხი განსაზღვრავს, თქვენ  უნდა გამოიკვლიოთ რა არ/ვერ გამოგდით. გულშემატკივარი გეყოლებათ თუ ბევრს იმუშავებთ და იქნებით პრეზენტაბელური. ასე, რომ ღია იყავით სიახლეების მიმართ. აუცილებელია იყო წარმატებული სანამ თამაშში ჩაერთვები.
  12. წარმატებული ადამიანები არიან წარმატებულები იმიტომ, რომ ისინი მუშაობენ ბევრს და მუშაობენ უფრო დიდხანს ვიდრე სხვები - იყო წარმატებული სპიკერი, არ ნიშნავს შეგეძლოს ლაქლაქი. ეს ნიშნავს დიდ ძალიხმევას, შრომას და საბოლოოდ დიდხანს დგომას პოდიუმზე.

 

წყარო: http://www.prdaily.com/