არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, როგორი პოლიტიკური შეხედულებების მატარებელი ბრძანდებით, ეს წიგნი აუცილებლად უნდა წაიკითხოთ!

ედვარდ ბერნეისის „პროპაგანდა“ - რჩევა პიარის ექსპერტ და კომპანია „5WPR”-ის დამფუძნებელ რონ ტოროსიანისგან:

 

ედვარდ ბერნეისის ეს წიგნი გახლავთ ერთ-ერთი პირველი ნაშრომი პიარის დარგში, ჩვენ კი წარმოგიდგენთ „პროპაგანდას“ მოკლე მიმოხილვას.

არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, როგორი პოლიტიკური შეხედულებების მატარებელი ბრძანდებით, ეს წიგნი აუცილებლად უნდა წაიკითხოთ! როგორც თავად ავტორი აღნიშნავს, მასების ორგანიზებული ჩვევებისა თუ შეხედულებების შეგნებული და ჭკვიანური მანიპულაცია არის დემოკრატიული საზოგადოების განუყრელი და უმნიშვნელოვანესი ნაწილი. ისინი, ვინც მართავენ ხალხის ამ უხილავ მექანიზმს, არიან კიდეც ქვეყნის ნამდვილი მმართველი ძალა.

ბერნეისი განიხილავს პროპაგანდის „მეცნიერებასა“ და ბუნებას, რომელიც აფორმირებს და აკონტროლებს საზოგადოების ფიქრებს. როგორც თვითონ ამბობს, პროპაგანდა პირველად გამოყენებული იყო აშშ-ს ხელისუფლების მიერ ამერიკელი ხალხის თვალში ნაცისტური გერმანიის „დემონიზირებისთვის“.

  ავტორი თანამედროვე მსოფლიოშიც პროპაგანდას განიხილავს, როგორც პოლიტიკურ და ბიზნეს იარაღს ფართო საზოგადოების ტვინის სამართავად. ბერნეისი ეხება შემდეგ თემებსაც:

  • ბიზნესი;
  • პოლიტიკური ლიდერობა;
  • ქალები;
  • განათლება;
  • სოციალური სერვისები;
  • ხელოვნება და მეცნიერება.
თეგები