4 გზა პიარსა და მარკეტინგს შორის დავის მოსაგვარებლად
საზღვარი, პიარსა და მარკეტინგს შორის, ბუნდოვანია, თუმცა მათი მიზნები და გამოწვევები, საკმაოდ მკაფიო. გამორჩეული ბრენდები და კომპანიები, ცდილობენ გამიჯნონ ზემოხსენებული, მაგრამ საუკეთესო პროფესიონალებიც კი დგებიან არსებული გამოწვევის წინაშე.
მარკეტინგული კომუნიკაციების მენეჯერი - ჰავილა როსი გვთავაზობს 4 გზას არსებული პრობლემის მოსაგვარებლად:
პირველ რიგში, პრობლემის გადაჭრა უნდა დაიწყოს, თავად ამ კონფლიქტის გამომწვევი მიზეზების დადგენით. სიტუაცია უნდა იქნეს შესწავლილი, ვინაიდან უთანხმოების მიზეზს შესაძლოა წარმოადგენდეს - კომპანიის მიზნები, პერსონალური ამბიციები თუ უბრალოდ არასწორი კომუნიკაცია.
მეორე, რაც მნიშვნელოვანია: უნდა გქონდეს სურვილი, მოუსმინო და ჩაწვდე ერთი-მეორის მიზნებსა თუ მოთხოვნილებებს; თქვენი წინადადებები არ უნდა იყოს შეურაცხმყოფელი მეორე მხრისთვის იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის არ ემთხვევა თქვენსას. გამოხატეთ კეთილგანწყობა და თანამშრომლობის სურვილი. ეს ნამდვილად დაგეხმარებათ შეთანხმების მიღწევაში!
მესამე საფეხური, რაც თქვენ უნდა გააკეთოთ - გამოყავით თქვენი საერთო საქმე. მიუხედავად იმისა, თქვენ პიარის წარმომადგენელი ხართ თუ მარკეტინგის, უნდა გახსოვდეთ და თქვენს კოლეგებსაც უნდა შეახსენოთ, რომ სწორედ თქვენ, ამა თუ იმ კომპანიის წინაშე, საერთო მიზნები და ამოცანები გამოძრავებთ, რაც გაერთიანებთ ამ კონკრეტულ შემთხვევაში.
....და ბოლოს, ნუ დაიწყებთ პირობითად გამარჯვებულებისა და ,„დამარცხებულების“ ძიებას! აქცენტები დასვით მხოლოდ იმაზე, თუ რა იქნება უმჯობესი კომპანიისთვის და არა კონკრეტულად რომელიმე მხარისათვის.