„პიარის მამა“ - ფროიდი და ბერნეისი
ფროიდის დინასტია, დაწყებული ზიგმუნდიდან მეთიუმდე, არის სოციალური ისტორიის განვითარების შუა გულში. თავად ფროიდი, ფსიქოანალიზის დამფუძნებელი გახლავთ, ხოლო ედვარდ ბერნეისი კი, ის, ვინც შექმნა საზოგადოებასთან ურთიერთობის ფენომენი. რაც შეეხება მეთიუს, ის ფროიდის შვილიშვილი და თანამედროვე პიარის ნამდვილი გურუა, რომელიც ახალი მარკეტინგული კულტურის ნაწილი გახდა, რაც დაინერგა ბრიტანულ პოლიტიკაში, მაშინ, როდესაც 1990 წელს, ლეიბორისტული ძალა მოვიდა ქვეყნის სათავეში.
ფროიდის მსოფლმხედველობამ, შეიძლება ითქვას, რომ სამყარო შეცვალა. მისი აზრით, ადამიანის საბოლოო მიზანი ბედნიერების ძიებაა.
სწორედ ,,ბედნიერების მანქანები“ გვიყვება ფროიდისა და მისი ამერიკელი დისშვილის ურთიერთკავშირის შესახებ.
საზოგადოებასთან ურთიერთობა, როგორც პროფესია, ბიძამისის ფსიქოლოგიური იდეების გამოყენებით, მასების მანიპულირებასთან და მათ მართვასთან დაკავშირებით, ბერნეისმა 1920 წელს ჩამოაყალიბა. ედვარდმა შეძლო ეჩვენებინა ამერიკული კორპორაციებისათვის თუ როგორ უნდა შესთავაზო და რაც მთავარია, მოანდომო ადამიანებს ის, რაც მათ რეალურად არ სჭირდებათ.
ბერნეისმა საზოგადოებაში ძირეული გადატრიალებები განახორციელა. ერთ-ერთი მათგანი - ქალთა მიერ მოწევის საკითხი და ამ თემისათვის ტაბუს მოხსნაა.
ბერნეისის მიხედვით, ეს იყო თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიმბოლო. ის ღრმად იყო დარწმუნებული, რომ ეს იმაზე მეტი იყო, ვიდრე მხოლოდ გზა, მოეპოვებინათ მომხმარებლი.
ზიგმუნდ ფროიდის ქალიშვილმა ანამ და ედვარდმა, ერთად შეიმუშავეს ცენტრალური ფილოსოფია მასების მანიპულირების საკითხების გათვალისწინებით, რომელიც გამოყენებულ იქნა ამერიკის მთავრობის მიერ, რათა ომის შემდგომი პერიოდისას შესაძლებლობა ჰქონოდათ ეკონტროლებინათ ამერიკელი ხალხის ფიქრები. ამ ადამიანებმა შეძლეს ინდივიდუალობა წამოეწიათ წინა პლანზე. ამერიკულმა კორპორაციებმა, მალევე გაიაზრეს, რომ ეს მეტად იყო კავშირში წარმატებასთან, ვიდრე საფრთხეებთან.
პოლიტიკაში, დღესდღეობით მაქსიმალურად აქტუალური და იმპლემენტირებულია - საზოგადოებასთან ურთიერთობის კულტურა და მარკეტინგული სვლები.
1920 წლის მიღწევების გათვალისწინებით, სწორედ ამ ტენდენციებს, წინ უძღვება, მეთიუ ფროიდი.
პოლიტიკოსებს ღრმად სწამდათ, რომ დემოკრატიის შენების ახალი და უკეთესი გზა ინდივიდუალობაზე გადის, თუმცა მათ მალევე გაიაზრეს, რომ მთავარი საიდუმლო, ინდივიდუალობის მოპოვებაში კი არა, არამედ ამ ინდივიდების კონტროლშია.