ჰერმენევტიკა - სიტყვა, როგორც სიმბოლო

კომუნიკაციის განხორციელება და მისი ინტერპრეტაცია საზოგადოებასთან ურთიერთობის (პიარის) პროცესში უმნიშვნელოვანესი ნაწილია. საზოგადოებასთან ურთიეთოების სპეციალისტი აანალიზებს საზოგადოებას, კულტურას და სიმბოლოებს, ქმნის შეტყობინებას და უკეთებს მას კოდირებას, რომელიც მიმართულია  შეტყობინების ადრესატზე. პიარის საკომუნიკაციო სამუშაოს მთავარი მიზანი გაგების მიღწევაა საზოგადოებაში.

ადამიანები ყოველთვის ურთიერთობდნენ ტექსტებით, ტექსტი ყოველთვის მეტ გააზრებას და დაკვირვებას ითხოვდა კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში, სწორედ ამიტომაც შეიქმნა ჰერმენევტიკა. დღევანდელი მასკულტურული ტექსტები ერთი შეხედვით მარტივი და უშინაარსოა, თუმცა მასშიც არის ჩადებული ნიშანთა სისტემა და სიმბოლო, როგორც კოდირებული გზავნილი, რაც აქტუალურს ხდის ჰერმენევტიკის თანამედროვე სამყაროში არსებობას.  

ჰერმენევტიკა მეცნიერებაა და ხელოვნებაა ინტერპრეტაციის შესახებ. ის წარმოდგება ძველბერძნული მითოლოგიური ღვთაების, ჰერმესის, ღმერთების მაცნის, სახელისგან. ბერძნული მითების თანახმად, ჰერმესს ღმერთების რჩეულს  ხალხისათვის ღვთიური ქმედების არსი უნდა აეხსნა. ჰერმენევტიკა უძველეს დროში ჩამოყალიბდა, როგორც ხერხი და საშუალება მეტყველებისა და მრავალმნიშვნელოვანი სიმბოლოების განმარტებისთვის.

გადამერის თეორიის თანახმად, ტექსტის აზრობრივი პროცენტი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ის, რაც მის შემოქმედს ჰქონდა ჩაფიქრებული. გადამერი თვლის, რომ არ შეიძლება გავიგოთ ნაწარმოები, როგორც მხოლოდ თავისთავადი, შემოქმედებითი საქმიანობის ერთეული პროდუქტი, რადგან ხელოვნების ნებისმიერი ნიმუში კულტურული გამოცდილების მატერიალური ობიექტიცაა.

ჩვენ ვცდილობთ გადავიდეთ სიმბოლოდან  მისი მნიშვნელობის გაგებამდე, ვეძებთ სხვადასხვა ავტორიტეტულ გზებს. ძველ დროში სიტყვების მნიშვნელობა ალეგორიულ ინტერპრეტაციას  და ხშირ შემთხვევაში მისტიკურ აზრებსაც გამოხატავდა.  ისტორიაში შეგვიძლია აღმოვაჩინოთ ორი ტიპის ჰერმენევტიკა: პირველი არის სიტყვა, როგორც ნიშანი, რომელიც შეიცავდა ახსნას. იგი მიუთითებდა რაიმე საგანზე ან ობიექტზე და მათ კავშირზე ერთმანეთთან, რომელიც იმალება მასში ინტერპრეტაციის გზით და თვით ეს ობიექტური კავშირები აკავშირებდა შეტყობინებებს ერთმანეთთან.

მეორე შემთხვევაში სიტყვა აღნიშნავს შეტობინების გამცემის განზრახვას, სურვილს, შთაბეჭდილებას, რომელიც გამსჭვალულია ინტერპრეტაციით. კომუნიკატორმა  წინასწარგანზრახულად სტყვაში ჩადო  აზრი ან აზრები.

ამ ორი მიმართულებებიდან გამომიდინარეობს ჰერმენევტიკული წრის გაგება.  ეს გაგება ნაწილის მთლიანობად და მთლიანობის ნაწილად აღქმის თეორია. ჰერმენევტიკა ცდილობს არა მარტო ტექსის გაგებას არამედ ტექსტის შემქნელის გაგებასაც. ჰერმენევტიკული წრის არსი შემდეგია: თუ მთელის შემადგენელი ნაწილები არ იცი, მთელს ვერ გაიგებ და პირიქით, ნაწილებს ვერ გაიგებ, თუ მთლიანი არ გესმის.

ჰერმენევტიკას, არა მარტო ნიშნების და სიმბოლოების გაგება აინტერესებს ნიშნიდან მნიშვნელობამდე, არამედ ისიც რაც ნათლად არ არის განამრტებული.  ასევე მნიშვნელოვანია ფიქრის კონსტუირების  განსაზღვრა და მისთვის მნიშვნელობის მინიჭება, რომელიც დაკავშირებულია ენის ანალიზთან და სემანტიკასტან. რადგან ჰერმენვტიკაც და სემანტიკაც ადამიანების ურთიერთობას აღწერს, რომელიც გამოხატულია ენაში.

სპეციალისტები გვთავაზობენ  ჰერმენევტიკული პროცესის გაგების 7 წესს:

  1. განმარტება უნდა დაიწყოს ზოგადი სახით, რომელიც შესაძლებლობას იძლევა მთლიანობაში აღმული იყოს ტექსტის კომპოზიცია და მთავარი კონტურები;
  2. გამოიყენეთ ჰერმენევტიკული წრე მთლიანისა და ნაწილის ურთიერთკავშირში;
  3. ისწავლეთ სტულყოფილად გაიგოთ სტილი არა მხოლოდ ენის ჩარჩოში არამედ აზროვნებაში;
  4. სრულყოფილებას შეიძლება მიაღწიოთ მხოლოდ ნაწილობრივ;
  5. გაათანაბრეთ კომუნიკატორის და მიმღების პოზიციები, მიმღებმა უნდა იცოდეს  ავტორის ბიოგრაფია და ნაწარმოების კონტექსტი და დრო;
  6. გაანალიზების დროს გამოიყენეთ, როგორც ინტუიციური, ასევე ანალიზური შედარების მეთოდები;
  7. ნაამბობის/მონათხრობის გაგება შიეძლება მხოლოდ ორი მეთოდის შერწყმით, მონათხრობის შიგთავსისა და ადრესატთა წრის მიხედვით;

ჰერმენევტიკის გაგებით ჩვენ სიტყვის, სიმბოლოს და აზრის გაგებას და მის არსში წვდომას ვსწავლობთ. რომელიც კომუნიკატორისა და შეტყობინების მიმღებისათვის ორმხრივ კომუნიკაციის ჯაჭვს ქმნის.

ავტორი:ელდარ პირმისაშვილი

თეგები