მსოფლიოში პირველი ინფლუენსერი ფუტკარი
სიტყვა „ინფლუენსერში“ ვის მოიაზრებთ? მხოლოდ ადამიანს?
დამოუკიდებელმა ადმინისტრაციულმა ინსტიტუტმა “Fondation de France”-მა შექმნა უცნაური ე.წ. ინფლუენსერი , რომელიც არა ვირტუალური მოდელი ან შვილიშვილის სახით გამოწყობილი ჰიპსტერი ბაბუაა, არამედ უბრალო ფუტკარი.
მოდის ბლოგერი ფსევდონიმით ”B.” მომხმარებლებს უზიარებს თავისი ცხოვრების საინტერესო მომენტებს: არდადეგები ლაჟვარდოვან სანაპიროზე, სამუშაო საათები მყუდრო ოფისში, იოგა ღია ცის ქვეშ, დილის სილამაზის რუტინა, მოდის კვირეულები, ხმაურიანი წვეულებები. სოციალური ქსელების გმირი ყველა ინფლუენსერის ღირსებებს ფლობს, თუმცა ყველაფერი მეტად სერიოზულადაა. ამ გართობების მიღმა დიდი მიზანი გამოიკვეთა - ეს არის საჯარო მოწოდება, რომ მსოფლიო საზოგადოება აქტიურად ჩაერთოს ფუტკრების დასაცავად!
2006 წელს ამერიკელმა ფერმერებმა შეამჩნიეს, რომ გაფრენილი ფუტკრები აღარ ბრუნდებოდნენ. შემდგომმა დაკვირვებებმა ცხადყო, რომ მწერების პოპულაცია ყოველწლიურად ერთი მესამედით მცირდებოდა. „ფუტკრის ოჯახების განადგურების სინდრომმა“ ააღელვა მსოფლიო საზოგადოება: კაცობრიობის მზარდი მოთხოვნილება სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე სრულად ვერ განხორციელდება ქიმიური ჩარევის გარეშე. კრიზისი გაეროში და ევროპარლამენტში განიხილეს, პრობლემა გლობალური გახდა და საბოლოოდ პოპ კულტურაშიც აისახა. კინოინდუსტრიაში ეს თემა შეიმუშავა სერიალმა Black Mirror-მა, რომლის ერთ-ერთ ეპიზოდში გამოჩნდნენ კიბერფუტკრები, რომლებიც შექმნილია სრულიად გაუჩინარებული მწერების ჩასანაცვლებლად.
სოციალურ ქსელებში ამ პრობლემაზე ყურადღების გამახვილებას ოქროსფერი ფუტკარი კარგად ართმევდა თავს, უფრო სწორად, ის გუნდი, რომელიც სააგენტომ “Fondation de France”-მა ამ მისიისთვის გააერთიანა. ბლოგერი მუდმივად არის კონტაქტში თავის აუდიტორიასთან, ესაუბრება აბონენტებს კომენტარებში, ასევე აქვეყნებს თავის შეხედულებებს სხვადასხვა საკითხებზე. მაგალითად, მუსიკაზე და გაირკვა , რომ “B.”-ს ძალიან მოსწონს ბეთჰოვენი, ბიონსე და ბიჯისი.
ინფლუენსერი ფუტკარი ასევე აქტიურად მონაწილეობს საჯარო ღონისძიებებზე და დემონსტრაციებზე, რათა მოაგროვოს სახსრები თავისი სახეობის გადაშენების წინააღმდეგ საბრძოლველად. თანხები პირდაპირ მიდის ორგანიზაცია “Bee Fund”-ში, რომლის ვებსაიტზე შეგიძლიათ გაიგოთ, თუ რა ხდება მსოფლიოში ფუტკრის ოჯახების გაქრობასთან დაკავშირებით, ასევე შეგიძლიათ
აირჩიოთ სასურველი პროექტი Fondation de France-თან თანამშრომლობისთვის, თუმცა პირველ რიგში, უნდა მიჰყვეთ აქტივისტ “B.” - ს მზიან ინსტაგრამის გვერდს.
https://instagram.com/bee_nfluencer?igshid=YmMyMTA2M2Y=
სტატიის ავტორი: ნინო ბაშარული