ინფლუენსერების და ინფლუენსერ მარკეტინგის ბაზრის კვლევა საქართველოში – infleuncer.ge

დღევანდელ ტექნოლოგიურ და ციფრულ ერაში, როცა ბიზნესისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ინფორმაციის სოციალური ქსელით გავრცელება და გაზიარება, კიდევ უფრო  მეტ აქტუალობას იძენს ინფლუენსერებისა და ინფლუენსეს მარკეტინგის როლი. მსოფლიო ბრენდები სულ უფრო ხშირად მიმართავენ ინფლუენსერების - გავლენიანი ადამიანების მეშვეობით ცნობადობის ამაღლებასა და გაყიდვების სტიმულირებას. ამ მხრივ გარკვეული ტენდენციები გამოიკვეთა ქართულ ბაზარზეც. საქართველოში ინფლუენსერების და ინფლუენსერ მარკეტინგის ბაზრის კვლევა ინფლუენსერ სააგენტო infleuncer.ge -მ განახორციელა.
როგორც infleuncer.ge–ს დამფუძნებელი ელდარ პირმისაშვილი ამბობს, მაშინ, როცა ბრენდებსა და კომპანიებს ყოველდღიურად სჭირდებათ მომხმარებლებთან კომუნიკაცია, მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ინფორმაციის დროული მიტანა მიზნობრივ აუდიტორიასთან, არამედ მათი ლოიალობის მოპოვებაც, ამისთვის კი ტრადიციული არხები უკვე ნაკლებ ეფექტიანია.
„დღეისათვის მთელს მსოფლიოში კომპეტენტური ადამიანების მიერ გაწეული რეკომენდაცია უფრო ფასობს, მათ ხალხი უჯერებს და ენდობა, ამიტომ ეფექტური და შედეგიანი გზა არის ინფლუენსერ მარკეტინგის სტრატეგიის გამოყენება. ინფლუენსერების მუშაობა და ინფლუენსერ მარკეტინიგი ბოლო კვლევების მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე შედეგიანი და ხარჯთეფექტური ხერხია იმისათვის, რომ  მარტივად მივიდეს ბრენდი მომხმარებლამდე. მსოფლიო კვლევების მიხედვით, გლობალური მარკეტერების 71% ინფლუენსერ მარკეტინგით მოზიდულ მომხმარებელს საუკეთესო მომხმარებლად მიიჩნევს, ხოლო 73% ბრენდების პოპულარიზაციისთვის  ინფლუენსერების გამოყენებას ირჩევს, რაც მის შედეგიანობაზე მეტყველებს,“- ამბობს ელდარ პირმისაშვილი.

რაც შეეხება ამ მხრივ საქართველოში არსებულ ვითარებას, infleuncer.ge–ის კვლევის თანახმად,  ინფლუენსერ მარკეტინგის მომსახურებით ქართული კომპანიების 40%-ს უსარგებლია, 44 % კი ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში ისარგებლებს ამ სერვისით. ამავე კვლევის მიხედვით,  კომპანიები (71%) ინფლუენსერებს ძირითადად ცნობადობისა და გამოხმაურების ზრდისთვის მიმართავენ.  ელდარ პირმისაშვილი ამბობს, რომ ინფლუენსერ მარკეტინგს საქართველოში ძირითადად, საშუალო და დიდი ზომის კომპანიები იყენებენ. მისივე თქმით, მათი  გამოცდილება და განხორციელებული პროექტების შედეგები მოწმობს, რომ ინფლუნსერ მარკეტინგის მიმართ კმაყოფილების დონე საკმაოდ დიდია.

ამავე კვლევის კიდევ ერთი მიგნება ისაა, რომ ქართველი ინფლუენსერების დიდი ნაწილი (52%) ინფლუენსერ მარკეტინგის კომპანიასთან ამჯობინებს თანამშრომლობას, შედარებით მცირე ნაწილი კი პირდაპირ დამკვეთთან.  როგორც ელდარ პირმისაშვილი ამბობს, თავად ბიზნესიც ინფლუენსერებს ძირითადად მარკეტინგის კომპანიის გავლით მიმართავს.

„ინფლეუნსერ სააგენტოს განხორციელებული კამპანიები გაცილებით შედეგიანია, რადგან, ინფლეუნსერ სააგენტო ფლობს ძალიან მნიშვნელოვან, უკვე დატესტილ შედეგებს, იციან და აქვთ გამოცდილება, თუ როგორ მუშაობს ინფლუენსერ მარკეტინგი, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ანგარიშგების და ფინანსების საკითხი, რომელიც გაცილებით კომფორტულია სააგენტოსთან მუშაობისას. როცა კომპანიები უკავშირდებიან პირდაპირ ინფლუენსერებს, მათ ნაკლებად აქვთ ინფორმაცია მისი აუდიტორიის შესახებ, ასევე, რთულია გათვლა, რამდენად სასურველი და ბრენდზე ორიენტირებული შედეგი დადგება თანამშრომლობის შედეგად, ხოლო სააგენტოს შემთხვევაში შედეგის 90%–ზე მეტის წინასწარ პროგნოზირება არის შესაძლებელი,“- ამბობს ელდარ პირმისაშვილი.

კვლევის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიგნებაა ის ფაქტიც, რომ ბოლო ერთ წელში ინფლუენსერების 71%-ს  შემოსავალი გაეზარდა. როგორც ელდარ პირმისაშვილი ამბობს,  კვლევის თანახმად,  ინფლუნსერ მარკეტინგი ვითარდება და შემოსავლებიც იზრდება.

„ჩვენ 5 სემინარი გავაკეთეთ როგორც კომუნიკაციის სპეციალისტებისთვის, ასევე ინფლუენსერებისთვის და ახალი კვლევები და ტენდენციები გავაცანით მათ. რადგან კომპანიები მარტივ და ნაკლებ ხარჯიან მარკეტინგის მეთოდებს ეძებენ, ინფლუენსერ მარკეტინგი გახდა ძალიან შედეგიანი ხერხი იმისთვის, რომ შექმნა ცნობადობა და უბიძგო მომხმარებელს პროდუქტის ან მომსახურების ყიდვისკენ,“- ამბობს ელდარ პირმისაშვილი.

კვლევის თანახმად, საქართველოში ინფლუენსერები ინფლუენსერ მარკეტინგის მთავარ ხელსაწყოდ სოციალურ ქსელ ფეისბუქსა (49%) და ინსტაგრამს (51%) მიიჩნევენ. ინფლუენსერ მარკეტინგი აქტუალობას არ კარგავს არც ბოლო პერიოდში, როცა პანდემიამ ბევრი რამ  უკვე შეცვალა. იმ პირობებში, როცა მსოფლიო კიდევ უფრო დამოკიდებული გახდა ონლაინ სივრცეზე,  ინფლუენსერ მარკეტინგზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაზარდა.

„ტრადიციული მედია არხები ძირითადად, კონცენტრირებულია პანდემიის გაშუქებაზე, სადაც ბრენდის მიერ წარმოდგენილი კომუნიკაცია იკარგება, რადგან სოციალური ქსელის მომხმარებლები და ონლაინ ყიდვის კულტურა იზრდება სწორედ ამიტომ ინფლუნსერ მარკეტინგი ბრენდების ცნობადობისა და გაყიდვებისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და ეფექტიანი პლატფორმა ხდება,“- აღნიშნავს ელდარ პირმისაშვილი. 

https://influencer.ge/
მოამზადა ჟურნალისტმა თამუნა მაისურაძემ

თეგები