რა უნდა გააკეთონ ორგანიზაციებმა კრიზისის დროს? - ელდარ პირმისაშვილის რჩევა
კორონა ვირუსის პანდემიამ შეცვალა ორგანიზაციების მუშაობის პრინციპები და მათთვის საჭირო საკომუნიკაციო არხების გამოყენება. დღევანდელ სიტუაციაში ბევრ ქვეყანაში აკრძალულია თითქმის ყველა ტიპის ღონისძიებები, პრეზენტაციები თუ სხვადასხვა ტიპის შეკრებები, რაც საკომუნიკაციო სააგენტოებისთვის და სპციალისტებისთვის დიდი პრობლემაა, ასევე მასმედიის გაშუქებები. საინფორმაციო პროგრამების ტოპ თემაა კორონავირუსის პანდემია და მისი გავლენა ეკონომიკაზე. მნიშვნელოავანია, კომპანიების წლის დასაწყისში დაგეგმილი აქტივობების ცვლილებაც, რომელიც ახალ რეალობას უნდა მოერგოს.
ალბათ, ყველა იკითხავს სად არის გამოსავალი და რა უნდა გავაკეთოთ, გთავაზობთ 7+1 რჩევას:
1. გაანალიზეთ არსებული სიტუაცია – რა გავლენა იქონია ან მომავალში იქონიებს კორონა ვირუსის პანდემია თქვენ ორგანიზაციაზე, განსაზღვრეთ რა რესურსები გაქვთ, როგორც ადამიანური ასევე მატერიალური, ტექნიკური და ფინანსური, რისი გამოყენება შეგიძლიათ ახლო მომავალში.
2. განსაზღვრეთ როგორ გადაეწყოთ – იფიქრეთ, სად არიან თქვენი მიზნობრივი ჯგუფები და რას აკეთებენ ისინი, შეიცვალა თუ არა მათი დამოკიდებულება და ქცევა, როგორც პროდუქტზე და მომსახურებაზე ასევე ყიდვის პროცესზე, იფიქრეთ როგორ მიწვდეთ მათ და როგორ გადააწყოთ თქვენი ძველი საკომუნიკაციო არხები ახალ პლატფორმებზე.
3. შეეცადეთ იყოთ ადექვატური – შესთავაზეთ მომხმარებლებს მათთვის საინტერესო კომუნიკაცია და შეეცადეთ დააკავშიროთ თქვენი ბრენდი არსებულ სიტუაციას, რა როლი აქვს თქვენ ბრენდს სამყაროში და რისთვის მუშაობს ის, რა ემოცურ საჭიროებებს აკმაყოფილებს ის და რატომ არის ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი ის.
4. შეეგუეთ დანაკარგებს – ამ სიტუაციიდან დანაკარების გარეშე ვერავინ გამოძვრება, შეეცადეთ ეს დანაკარგი იყოს მინიმალური.
5. იმუშავეთ გაორმაგებული ენერგიით – რთულ სიტუაციაში კომუნიაცია და ადამიანებისთვის ინფორმაციის მიწოდება, ცნობადობის და გაყიდვების ზრდას მეტი ძალისხმევა დასჭირდება ვიდრე ადრე.
6, დაინახეთ ახალი შესაძლებლობები– რადგან უმრავლესობა ადამანიებისა დროს სახლში, ინტერნეტ სივრცეში და სოციალურ ქსელში ატარებს კომუნიკაციის სპეციალისტებისთვის ონლაინ სივრცეში ინტეგრაცია უნდა გაიზარდოს, დაინერგოს ონლაინ გაყიდვები, სწავლება და ა.შ
7. აჩვენეთ მომხმარებლებს ზრუნვა – არსებულ სიტუაციაა საზოგადოება თვითონ სთავაზობს ბრენდებს რა უნდა გააკეთონ მათთვის, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და საქველმოქმედო აქტივობები ყველაზე მოთხოვნადი და მნიშვნელოვანი იქნება ბრენდის მიმართ ლოიალობის და კეთილგანწყობის შესანარჩუნებლად
და ბოლოს
8. თუ განსაკუთრებულს ვერაფერ აკეთებთ, ეკონტაქტეთ თქვენს მომხმარებლებს პერიოდულად და უთხარით, რომ მალე დაუბრუნდებით მათ.