ახალი გამოწვევები ინფლუენსერ მარკეტინგში

თანამედროვე მსოფლიოში, სადაც სოციალური მედია ცხოვრების ყოველდღიურობას განსაზღვრავს, სადაც ბრენდებისთვის დღევანდელი „სიახლე“ -  ხვალ „წარსულს“ შეიძლება ნიშნავდეს, ბრენდები მსოფლიო მარკეტინგულ გამოწვევებს იღებენ და ერთჯერად პროექტებზე მეტად უპირატესობას გრძელვადიან ურთიერთობებს ანიჭებენ. 

2022 წელს მსოფლიო მარკეტინგული ორგანიზაციები აკეთებენ პროგნოზს, რომ ბრენდები მთელს თავის ძალისხმევას წარმართავენ მეტად ინკლუზიური მარკეტინგული კამპანიების შექმნისკენ, სადაც მონაწილეობას მიიღებენ გავლენიანი პირები, ე.წ ინფლუენსერები.

2022 წელს იდეალურის ნაცვლად მოთხოვნა იქნება მეტად აუთენტურ კონტენტზე, რაც პროდუქტს “ ნამდვილ” ღირებულებებს შესძენს. ინფლუენსერ მარკეტინგის ახალი ტენდენცია სწორედ აუთენტური, იდენტიფიცირებული შინაარსის შექმნაა, რომელიც მომხმარებლებს კითხვებისა და პასუხების რეჟიმში მოემსახურებას და მათი ცხოვრების რეალურ, ადამიანურ მხარეს აჩვენებს.

სამეფო ტენდეციას უწოდობენ თანამედროვე სამყაროში, საზოგადოების ახალ დაკვეთას, რომლის მიხედვით ბრენდები ტექსტებსა და გამოსახულებების ნაცვლად აუდიო და ვიდეო შინაარსზე გადავიდა. ამ უკანასკნელს განსაზღვრული დრო გააჩნია, მილენიალებისთვის ეს არის 12 წამი,ხოლო  z-თაობისთბის 8 წამი.

სამეფო ტენდეციით სარგებლობენ ინფლუენსერები, რომელთა მიერ შექმნილი ვიდეო ფორმატის კომუნიკაცია აუდიტორიასთან - ფანტასტიური საშუალებაა იმისათვის, რომ კამპანიები და თანამშრომლობა გახადო ორგანული, იუმორისტული და შემოქმედებითი.

ინფლუენსერების ინდუსტრიის პარალელურად პოპულარული ხდება მიკრო-ინფლუენსერები. ეს არის ადამიანი, რომელსაც 10000 დან 100000 მდე გამომწერი ჰყავს. ზოგადად, მიკრო - ინფლუენსერები ფოკუსირდებიან განსაზღვრულ ნიშაზე ან სფეროზე და კონკრეტული სექტორის ექსპერტებად გვევლინებიან. დიდ აუდიტორიან ინფლუენსერებთან შედარებით, მათ შეუძლიათ მეტად მყარი და გამჭვირვალე კავშირების დამყარება გამომწერებთან და შესაბამისად მათი ანაზღაურება მეტად ბიუჯეტურია.

თაობათა ზრდამ, ცვლილებამ, საზოგადოებრივმა ცვალებადმა  განწყობებმა მოიტანა ორი მარკეტინგული პლატფორმის მჭიდრო კავშირი საზოგადოებასთან, მაგალითად, ინსტაგრამი მარკეტინგული კამპანიებისთვის ყველაზე გამოყენებად პლატფორმად ითვლება, თუმცა ინფლუენსერთა 87% აღნიშნავს, რომ ყველაზე მეტ დროს Tik Tok-ს უთმობს, რომელიც 15 წამიან კონტენტს ქმნის აუდიტორიის მოსაზიდად და ვარაუდობენ, რომ 2022- ში წარმოუდგენლად გაიზრდება მისი მოხმარება.

სოციალური პლატფორმები მომხმარებლებს სთავაზობენ ყიდვის ფუნქციებს, რაც კომერციული თვალსაზრისით მეტად კომფორტულია. აქედან გამომდინარე, ვარაუდობენ, რომ 2023 წლისთვის , ამერიკაში სოციალურ მყიდველთა რიცხვი გაიზრდება 100 მილიონამდე, რაც აუცილებლად გაზრდის მოთხოვნას ინფლუენსერ მარკეტინგზეც.

და ბოლოს, ვარაუდობენ, რომ წლის მეინსტრიმი„მეტასამყარო“იქნება. Metaverse -ის ტექნოლოგიებზე 2024 წლისთვის 72,8 მილიარდ დოლარამდე დაიხარჯება. ეს არის 3D ინტერნეტი, სადაც ჩვენი ფიზიკური რეალობა შერწყმული იქნება ვირტუალურთან.

წარმოიდგინეთ, იმ ციფრულ სივრცეში, სადაც  უდიდეს შესაძლებლობებს გვთავაზობენ, სოციალურ პლატფორმათა მომხმარებლები რა სიამოვნებით შეაბიჯებენ Disney -ს ვირტუალური პარკში, რომლის შექმნა Metaverse-ზე უკვე დაიწყო.

სწორედ ეს არის ციფრული მედიის მომავალი, რომელსაც „აქ და ახლას“ პრინციპი განსაზღვრავს.

დროა მოქმედებისთვის!

სტატიის ავტორი: ნინო ბაშარული

თეგები