დენის უილკოქსი 2020 წლის PR ტენდენციებზე

საზოგადოებასთან ურთიერთობის ამერიკელი ექსპერტი, პროფესორი დენის უილკოქსი, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, PR კლუბის წევრებს შეხვდა.

პროფესორი უილკოქსი აშშ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობების საზოგადოების განათლების აკადემიის თავმჯდომარე, საზოგადოებასთან ურთიერთობების საერთაშორისო ასოციაციის, სან-ფრანცისკოს საზოგადოებასთან ურთიერთობების მრგვალი მაგიდის და არტურ პეიჯის საზოგადოების წევრია. მას მიღებული აქვს ჯილდო ნომინაციაში „გამორჩეული განმანათლებელი“.  დენის უილკოქსი 10-მდე წიგნის ავტორია.

შეხვედრაზე ამერიკელმა სპეციალისტმა სტრატეგიული კომუნიკაციებში მიმდინარე და სამომავლო ტენდენციებზე ისაუბრა.

შეხვედრის დასასრულს საშუალება მოგვეცა მასთან მცირე ინტერვიუ ჩაგვეწერა.

დენის უილკოქსი 2020 წლისთვის საჭირო უნარებსა და ყველაზე მოთხოვნად ტენდენციებზე გვესაუბრა.

– 2020 წლისთვის PR–ის სფეროში  ყველაზე მნიშვნელოვანი უნარები კარგად წერა და სტრატეგიული დაგეგმვა იქნება. სოციალური მედია არ კარგავს აქტუალობას და მესამე ადგილს სოციალური მედიის ექსპერტები იკავებენ. ამას გარდა, მნიშვნელოვანი და დასაფასებელი თვისებები იქნება: კრიტიკული აზროვნება, ინტელექტუალური ცნობისმოყვარეობა და შემოქმედობითობა.

–  სოციალური მედია ახსენეთ,  როგორია მისი პოზიციონირება უახლოეს წლებში?

– სოციალურ მედიის გავლენა კიდევ უფო იზრდება. ამიტომ კომპანიები სოციალური მედიაზე დანახარჯებს ზრდიან. თუ 2020 წელს და დღევანდელობას შევადარებთ, ყველა ტიპის ხარჯები იკლებს და მხოლოდ სოციალურ მედიაზე გაწეული ხარჯი იზრდევა 6,5%–ით.

– ტენდენციების ცვლილებებთან ერთად კომპანიებს თუ შეეცვალათ მოთხოვნები PR სააგენტოების მიმართ?

–კომპანიები PR სააგენტოებს პირველ რიგში იმისთვის იქირავებენ, რომ მიიღონ სტრატეგიული გეგმები. თუმცა, მათი მოთხოვნები კომპლექსური ხდება და ამიტომ PR სააგენტოების მომსახურებაც კომპლექსური უნდა იყოს. აუცილებლად გჭირდებათ: კარგი გრაფიკოსი, ანალიტიკოსი, ოპერატორი, სოციალური მედიის ექსპერტი და ა.შ. კომპლექსური მიდგომა  წამყვანი ტენდენცია იქნება 2020 წლისთვის.

– საქართველოში 4 წლის წინაც იყავით და კარგად იცნობთ საქართველოში საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროს განვითარებას. როგორ შეაფასებთ მიმდინარე პროცესებს?

– PR სპეციალისტები PR კლუბის მეშვეობით მუდმივად ცდილობენ სხვადასხვა შეხვედრების ორგანიზებას და ამით იძენენ საერთაშორისო გამოცდილებას. გარდა ამისა, საქართველოს უნივერისტეტები უფრო და უფრო მეტ PR სპეციალისტს ამზადებენ. თუმცა, სფერო იმდენად მრავალფეროვანი გახდა, მნიშვნელოვანია ყველა მიმართულებით განავითაროთ სპეციალისტები. მარკეტინგისა და PR-ის გაერთიანება მთელს მსოფლიოში მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა, თუმცა,  PR კვლავ რჩება თავის პოზიციაზე და ის მუშაობს ნდომის მოპოვებაზე, მაშინ როდესაც მარკეტინგის მესიჯი ყოველთვის გაყიდვების სტიმულირებაა. მნიშვნელოვანია ქართული PR კომპანიები  მიყვნენ გლობალურ ტენდენციას.

 

ამერიკელი ექსპერტის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრობენ ქართველი PR ექსპერტები.

ბერდია ნაცვლიშვილი, PR სპეციალისტი:

„დიდი ხნის ურთიერთობა და მეგობრობა გვაკავშირებს პროფესორ უილკოქსთან, ეს მისი მეორე ვიზიტია საქართველოში. ის ყოველთვის მზადაა საკუთრი გამოცდილება გაგვიზიაროს. მიხარია, რომ აქტუალური და საინტერესო შეხვედრა გამოვიდა, PR-ის სამომავლო პერსპექტივების და ტენდენციების გათვალისწინება დაგვეხმარება გლობალური პრაქტიკის 

ნაწილი გავხდეთ და ჩვენი მუშაობა და მიღწეული შედეგები მსოფლიოში მიმდინარე ტენდეციების შესაბამისი გავხადოთ.“

ელდარ პირმისაშვილი, სტრატეგიული კომუნკაციების სააგენტო „პერიტუს გრუპის“ დამფუძნებელი:

„ჩემთვის და ზოგადად საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტებისთვის, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პროფესორ უილკოქსის ვიზიტს საქართველოში და მასთან შეხვედრას. კარიერული განვითარებისთვის მნიშველოვანია თანამედროვე ტენდენციების ცოდნა. მოხარული ვარ, რომ ამერიკელმა ექსპერტმა გაგვიზიარა გამოცდილება და დაგვანახა ის პერსპექტივები, რაც მოთხოვნადი იქნება 2020 წლისათვის.“

 

პროფესორ დენის უილკოქსთან შეხვედრა PR კლუბისა და PR სააგენტო „ფაბლისითი ჯგუფის“ ორგანიზებით გაიმართა.

 

 

ავტორი: ანი ციცქიშვილი