#ასევმუშაობთჩვენ - კამპანია, რომელმაც მუშაობა უფრო საინტერესო გახადა
სამთავრობო სტრუტურების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური გარკვეულ ჩარჩოებში რომ ექცევა და მუშაობის მკაცრი ფორმა აქვს, ეს ცნობილია ამბავია. წარმოიდგინეთ, ამ ყველაფერს ისიც ერთვის, რომ ისეთი რაიონული გამგეობის პიარს წარმოადგენთ, რომელსაც ნაკლებად საინტერესო, ერთფეროვანი საქმიანობა აქვს და მოსახლეობისთვის მუდმივად ერთიდაიგივე შინაარსის სიახლის მოყოლა გიწევთ: გზა როგორ დააგეთ, რა სიგრძის მილსადენი გაიყვანეთ და ა.შ.. როგორ მოიქცეოდით?
თქვენი პასუხების პროგნოზირება რთულია, თუმცა მე გაგაცნობთ სამგორის რაონის გამგეობის პრეს სამსახურის უფროსს თეო ლალიაშვილს, რომელმაც სამუშაოს გამრავალფეროვნება სხვადასხვა ხერხით სცადა.
გამგეობაში მისვლისთანავე აღმოაჩინა, რომ წინ არც თუ ისე საინტერესო და მარტივი საქმე ელოდა. სამგორის რაიონში სარეაბილიტაციო სამუშაოები სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და ჩვენს გმირს ამ სამუშაოების შედეგების მოსახლეობისთვის გაცნობა დაევალა.
საკუთარი საქმის უფრო საინტერესოდ გახდომის მიზნით, ძირითადი საქმიანობა ონლაინ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მოაქცია. თუ კი სოციალურ ქსელში გადააწყდებით ჰაშთაგს #ასევმუშაობთჩვენ - იცოდეთ, სამგორის რაიონის მუშაობას ეცნობით. ამ მარტივმა ჰაშთაგმა სამგორის რაონის გამგეობა სხვა გამგეობებისგან გამოარჩია და ჩვენი ყურადღებაც მიიპყრო.
თეო ლალიაშვილი თავად გვიყვება კამპანიისა და ახალი იდეების შესახებ.
_ სამწუხაროდ ჩვენს გამგეობას არ აქვს ფუფუნება, რომ საინტერესო ამბები მოყვეს. განსხვავებით სხვა რაიონული ერთეულებისა, რომლებსაც ბევრი სათქელი აქვთ ისტორიულ ძეგლებსა და საინტერესო ფესტივალების შესახებ. ჩვენთან ისეთი მდგომარეობაა, რომ რეაბილიტაციის გარდა არაფერი დაგვრჩენია, ამიტომ ყოველდღიურად ან გზებს ვაგებთ ან საკანალიზაციო მილს ვცვლით ან საკომუნიკაციო სისტემას ვმრათავთ და ა.შ. პრესსამსახურის მთავარი დანიშნულება სამთავრობო სტრუქტურის მუშაობის შესახებ მოსახლეობისთვის ანგარიშის ჩაბარებაა და ამ მთავარი ფუნქციის განხორციელების დროს მივხვდი, რომ ძალიან ერთფეროვანი ვხდებოდი. ამიტომ, აუცილებელი იყო რაიმე სხვა ფორმა მომეფიქრებინა და ინფორმაცია უფრო საინტეერესოდ მიმოწოდებინა მოსახლეობისთვის.
პირველ რიგში, ინორმაციას მაქსიმალურად კითხვადს და მომხიბვლელს ვხდი, აღვწერ სამუშაოებამდე რა მდგომარეობა იყო, რა გაკეთდა და ამით ვის რა პრობლემა მოუგვარდა, კონკრეტული ციფრებით და შედეგებით, რომ ყველასთვის ნათელი იყოს ჩვენი მუშაობის შედეგი. შემდეგ გადავწყვიტე, რომ კონკრეტული მიმართულება მომეძებნა და ეს ყველაფერი ერთად მოვაქციე კამპანიაში #ასევმუშაობთჩვენ. ამ ჰაშთაგით მინდოდა ყველას დაენახა რა სამუშაოს ასრულებს სამგორის გამგეობა და რა პრობლემებთან ბრძოლა გვიწევს. გამოხმაურება საკმაოდ დიდია და შეიძლება ამ მიმართულებით უფრო მასშტაბური კამპანიების განხორციელება.
_ #ასევმუშაობთჩვენ-ს გარდა, სამგორის გამგეობა „ჭირნახულის ქუჩის“ პროექტითაც გამოირჩევა. რას გულისხმობს ქუჩის განახლება და როგორია „ჭირნახულის“ ახალი სიცოცხლე?
_ იმ მიზნით, რომ სამუშაო კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გამეხადა, აღმოვაჩინე ჭირნახულის ქუჩა, რომელიც დანგრეული და დაუსახლებელია, აქ მხოლოდ ქარხნებს და სხვადასხვა ნაგებობებს შეხვდებით. გადაწყვიტეთ ახალი დანიშნულება მიგვეცა ამ ქუჩისთვის. აღვადგინეთ საკომუნიკაციო სისტემა, ჩავატარეთ რეაბილიტაცია და მალე „ჭირნახული“ ხელოვნების ქუჩად იქცევა. დაიტვირთება სხვადასხვა ღონისძიებებით, გამოფენებით, ქუჩის მხატვრობით, კონცერტებით. სამგორის რაიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს ექნებათ საშუალება საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინონ ან უბრალოდ მონაწილეობა მიიღონ აქტივობებში.
28 აგვისტოს საზეიმოდ გავხსენით ქუჩა, დაგეგმილმა ღონისძიებებმა წარმატებით ჩაიარა და ჩვენმა „ჭირნახულის ქუჩამ" ახალი, ფერადი და ხმაურიანი სიცოცხლე დაიწყო.
_ თეო, სხვა საინტერესო პროექტი თუ გაქვთ გეგმაში?
_ როგორც გითხარით, მუდმივად იდეების ძიებაში ვარ. მუდმივად ვცდილობ საქმეს მეტი შემოქმედობითობა და ინტერესი შევმატო, ამიტომ არ არის გამორიცხული მალე ახალი მიმართულებით ავხმაურდეთ.
ავტორი: ანი ციცქიშვილი