CheckinGeorgia - საქართველო ნამდვილად იმკვიდრებს ღირსეულ ადგილს მსოფლიო კალენდარზე!

რობი უილიამსისა და Maroon 5-ის ვიდეობიდან, სადაც ვარსკვლავები საქართველოში ჩამოსვლას აანონსებენ, მათთმა მსმენელებმა ალბათ პირველად გაიგეს ჩვენი ქვეყნის შესახებ. მათი მიმდევრების რაოდენობა კი 40 მილიონ ადამიანზე მეტია. თუ ვივარაუდებთ, რომ მათი მცირე ნაწილი მაინც დაინტერესდა და ინფორმაცია მოიძია ჩვენს შესახებ, მაშინ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ასეთი შესაძლებლობა საერთაშორისო ბაზარზე ჯერ არ ქონია. 

პროექტი „Check in Georgia" საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით აპრილის თვიდან ხორციელდება. „Check in Georgia” თავისი მასშტაბურობით პირველია საქართველოში და იგი 19 ქალაქში, 150-მდე კულტურულ ღონისძიებას და  ხელოვნების სხვადასხვა სფეროს 35 ფესტივალს ითვალისწინებს. 

რა მნიშნელობის არის პროექტი საქართველოსთვის, როგორ ურთიერთობენ ორგანიზატორები საზოგადოებასთან  და საბოლოოდ რა შედეგებს უნდა ველოდოთ ქვეყნის პოპულარიზაციის კუთხით, საქართველოს კულტურისა და ძგელთა დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსს მაია ომიაძეს ვესაუბრეთ.

_ მაია, როგორ მიდმიანრეობს, საქართველოსთვის უჩვეულოდ მასშტაბური პროექტის ფარგლებში, საზოგადოებასთან კომუნიკაცია?

_  როგორც იცით, პროექტი მთავრობის ინიციატივით ხორციელდება და მასში რამდენიმე უწყებაა ჩართული. შესაბამისად, სხვადასხვა ჯგუფებთან სხვადასხვა უწყებები ურთიერთობენ. საზღვარგარეთ პროექტის პოპულარიზაცია და მომხმარებელთან კომუნიკაცია, მთლიანად ტურიზმის დეპარტამენტის პრეროგატივაა. ჩვენს მეზობელ ქვეყნებში: სომხეთში, აზერბაიჯანში, რუსეთში, თურქეთში, უკრაინაში, ბელორუსიასა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, აქტიური კამპანია მიმდინარეობს და კამპანიის ეფექტურობაზე საზღვარგარეთიდან გაკეთებული საბანკო ტრანზაქციებიც მეტყველებს. საქართველოს რაც შეეხება, აქტიურად ფუნქციონირებს Facebook-ის გვერდი, სადაც მომხმარებელი პროექტის მოსამზადებელი პერიოდისა და მიმდინარეობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას იღებს. გაკეთდა ოფიციალური საიტი ChekinGeorgia.com, რომელიც სულ მალე ჩაეშვება და ვვარაუდობთ, რომ ეს გახდება ყველაზე დიდი კულტურული პლათვორმა საქართველოში. ზოგადად პიარზე ხმამაღლა საუბარი ზედმეტია, როდესაც ამ დონის ვარსკვლავებთან გვაქვს საქმე. 

_ პროექტის ფარგლებში უკვე განხორციელდა რიგი ღონისძიებები,  ამ ეტაპზე რა შედეგები გაქვთ?

_ დამეთანხმებით, შედეგებზე საუბარი ნაადრევია. პროექტის დასრულების შემდეგ აუცილებლად გვექნება პროექტის შემაჯამებელი პრეზენტაცია. თუმცა, არსებული მონაცმები უკვე ძალიან ბევრს მეტყველებს. მაგალითისთვის, ბილეთების გაყიდვის გამოცხადებისთანავე გაყიდვებმა  რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. 1 დღეში გაიყიდა დაახლოებით 25 000 ბილეთი. რობი უილიამსის ბილეთები კი 5 დღეში აღარ იყო.

_ საბოლოოდ რა მნიშვნელობის არის პროექტის ქვეყნის პოპულარიზაციისთვის და რამდენად სასურველი იმიჯით წარვსდეგით საერთაშორისო ბაზარზე?

_ პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე ვნახავთ კონკრეტულად რა სარგებელი მოუტანა ქვეყანას აღნიშნულმა პროექტმა ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარების კუთხით, რომ აღარაფერი ვთქვათ ქვეყნის პოპულარიზაციასა და ცნობადობის გაზრდაზე. ერთი შეხედვითაც მარტივად იკითხება, რომ ინიციატივა ხელს შეუწყობს ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას. რობი უილიამსის ვიდეო, რომელიც მან საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გააზიარა და სადაც აღნიშნავს, რომ საქართველოში ჩამოსვლას სულმოუთქმელად ელოდება,  4 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა. მარუნ 5 კი 40 მილიონი მიმდევარი ჰყავს თავის ოფიციალურ გვერდზე. საქართველოს ღირსეულად მასპინძლობს ამ დონის ვარსკვლავებს, რითაც ძალიან პოზიტიური იმიჯის ვიქმნით მსოფლიო მასშტაბით. საქართველო ნამდვილად იმკვიდრებს ღირსეულ ადგილს მსოფლიო კალენდარზე.

 

 

ავტორი: ანი ციცქიშვილი

 

 

თეგები
CheckinGeorgia