ბენდი, რომელსაც პიარი სჭირდება

ქუთაისს თუ ესტუმრებით და საღამოს სასიამოვნოდ გატარება მოგინდებათ, დახმარება ადგილობრივებს სთხოვთ. ისინიც დაუზარელად გადარეკავ-გადმორეკავენ და იმ კაფეს ან ბარს გირჩევენ, სადაც ჯგუფი „მუზეუმი“ უკრავს.

3 წლის წინ სპონტანურად შეიკრიბნენ, მონატრებული მუსიკის დაკვრა გადაწყვიტეს და მუსიკალური ჟანრების მუზეუმი შექმნეს. მუსიკალურ საგანძურად აღიარებულ ნაწარმოებებს ბენდი საკუთარ მუზეუმში საგულდაგულოდ და ღირსეულად ინახავს.

ბენდის პიარზე არასდროს უფიქრიათ...ყველაფერი თავისთავად მოხდა..

პირველად, მეგობრის დახმარებით, ქუთაისში ღამის კლუბში დაუკრეს. მსმენელის ემოციამ მათი შემდეგი ნაბიჯები განსაზღვრა და დღეს ქუთაისის ყველა ბარსა და კლუბში „მუზეუმის“ცოცხალ შესრულებას მოისმენთ.

ერთგული მსმენელიც წინასწარი განსაზღვრის გარეშე შეიძინეს. დაგეგმვის გარეშე აღმოჩნდნენ სხვადასხვა მედიასაშუალებების პირდაპირ ეთერებსა და ვებგვერდებზე.  

ქუთაისში ჩასული ჟურნალისტები, ბენდის შესრულებით და პროფესიონალიზმით ისე იხიბლებიან, იქვე იღებენ გადაწყვეტილებას, თავადაც შეიტანონ წვლილი ბენდის საზოგადოებისთვის გაცნობაში.  

PRweek-ის გვერდებზეც იგივე სცენარით აღმოჩნდნენ.

PRweek-ი დაინტერესდა „მუზეუმის“ შემთხვევით:  რა ხდება მაშინ, როდესაც საკუთარ პიარზე არ ზრუნავენ?

ბენდის ვოკალი შოთიკო ბანძელაძე გვესაუბრა.

-  შოთიკო, გიფიქრიათ თუ  არა საკუთარი ბენდის პიარზე?

- განზრახულად ჩვენს პიარზე არასდროს გვიფიქრია. არც გვქონია გათვლა, რომ კომერციული ბენდი გავხდებოდით. უბრალოდ ჩვენს საქმეს  ვაკეთებდით.  თავისთავად შევიძნეთ ეთგული მსმენელი ქუთაისში და მეგობრების დახმარებით და სხვადასხვა მედიასაშუალებებით, სხვა მსემენელბმაც გაგვიცნეს. მეგობრები სულ გვსაყვედურობენ, სულ ქუთაისში ხომ არ უნდა დაუკრათო, მაგრამ აქამდე ჩვენ ამითაც კმაყოფილები ვიყავით.

- ფიქრობთ, რომ პიარი არ გჭირდებათ? ვგულისხმობ სტრატეგიულ ურთიერთობას მსმენელთან, სპონსორებთან, აქტივობებს იმიჯის დასამკვიდრებლად?

- როცა უფრო მეტის გაკეთება მოგვინდა, ვიდრე ბარში დაკვრაა, მივხდით, რომ პიარის გარეშე არაფერი გამოგვივიდოდა. პიარი აუცილებლად გვჭირდება. გვჭირდება უბრალოდ იმისთვის, რომ „მუზეუმიც“ ისე არ გაქრეს, როგორც სხვა გენიალური ბენდები.  გვაქვს ჯანსაღი ამბიცია, რომ ინტელექტუალურ მუსიკას ვუკრავთ და გაგვიჩნდა სტიმული ფართო ასპარეზზე გავიდეთ. გადავწყვიტეთ, მეგობრების და ახლობლების დახმარებით, დაგეგმილი პიარ კამპანია ვაწარმოოთ.

აქტიურად დავიწყეთ ჩვენს მუსიკაზე მუშაობა, რამდენიმე გადაცემაში ვართ მიწვეულები, ვგეგმავთ მუსიკალურ კონკურსებში მონაწილეობას. საქართველოს ფარგლებში ტურნეს მოწყობა გვინდა. ბენდი გეგმავს 1 ივნისისადმი მიძღვნილ აქტივობის განხორციელებს და  მალე ”მუზეუმი” ქუთაისის ჰიმნის ავტორი და შემსრულებელი იქნება, სხვა ცნობილ მუსიკოსებთან ერათად. ასე, რომ 3 წლიანი უხმაუროდ ყოფნის შემდეგ, ბენდი საზოგადოებასთან ურთიერთობის აქტიურ ფაზაში გადადის. 

შოთიკო ბანძელაძე - ვოკალი, კლავიში, რიტმ-გიტარა;

თორნიკე ჩხარტიშვილი - დრამი;

დავით კვიცარიძე - სოლო გიტარა;

ვახტანგ კიკალეიშვილი - ბას-გიტარა;

 


ავტორი: ანი ციცქიშვილი

 

თეგები