ადელეს „Hello” და თიბისი ბანკის „გამარჯობა“

#გამარჯობა,

რას ნიშნავს თქვენთვის ეს სიტყვა?

სითბოს, გაცნობას, საქმის დაწყებას, გაღვიძებას, ყავას, ახალ სიცოცხლეს თუ უბრალოდ მისალმებას?

თიბისი ბანკმა სიტყვას საკრალური მნიშვნელობა მიანიჭა და  გვესალმება ბანერებიდან, სტენსილებიდან, გრაფიტებიდან, კალენდრებიდან, ვიდეორგოლებიდან.

თქვენ ისევ ბანერს შესცქერით, რომელზეც დიდი შრიფტით არის დატანილი #გამარჯობა, მხოლოდ „გაგიმარჯოს“ ასოციაცია გიჩნდებათ და განსაკუთრებულსაც ვერაფერს ამჩნევთ? თქვენთვის პიარ კამპანიის შესახებ, თიბისი ბანკის მარკეტინგის დირექტორი ნინო ეგაძე გვესაუბრება.

- გამარჯობა -  ამ ერთი სიტყვით იწყება ახალი საქმე, ახალი ურთიერთობები. სწორედ ამ ერთი სიტყვით  ჩვენს მომხმარებელთან დავამყარეთ უშუალო ურთიერთობა. დავანახეთ მათ, რომ ღია ვართ მათთან თანამშრომლობისთვის და მზად ვართ დავეხმაროთ მათი სურვილების განხორციელებაში. გარდა ამისა, სოციალური სიზარმაცე  გვახასიათებს ადამიანებს, რაც ხელს გვიშლის  წარმატების მიღწევაში. მნიშვნელოვანია გავუღიმოთ, მივესალმოთ, იდეები გავუზიაროთ ერთმანეთს.  ესეც ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო #გამარჯობა კამპანიის წამოწყების.

- ნინო, კამპანია ხმაურიანი აღმოჩნდა, ხალხში დიდი გაურკვევლობა  და შესაბამისად ინტერესიც გამოიწვია. თქვენ როგორ აფასებთ კამპანიის შედეგებს?

- კამპანიის მიზანი მიღწეულია.  გამოხმაურების რეკორდული მაჩვენებელი გვაქვს. დაგეგმილთან შედერაბით  გაათმაგებული შედეგი მივიღეთ გარე კონტენტის სახით. განსხვავებულად  გაშალეს კამპანია - ზუსტად ის რეაქცია მოჰყვა, რაც უნდა ყოფილიყო. შეიძლება ითქვას, რომ კამპანიამ თავისი როლი შეასრულა. სასიამოვნო დამთხვევა აღმოჩნდა: ჩვენი კამპანიის გაშვების დღეს, ადელეს ჰიტის „Hello“ გავრცელდა, რომელმაც ყველა დროის რეკორდი მოხსნა.

რა იქნება „გამარჯობის“ შემდეგ?

- „გამარჯობა“ შევცვალეთ „გამარჯვებით“ და თიბისი ბანკი 4 წლით რაგბის კავშირის ოფიციალური სპონსორი გახდა. ვფიქრობ, ჩვენი თანამშრომლობა გამარჯვებისა და წარმატების კარგი მაგალითი იქნება. დანარჩენზე ბრენდი თავად ისაუბრებს.

 

ავტორი: ანი ციცქიშვილი

თეგები
TBC #გამარჯობა