"თუ ოდესმე უმაღლესი განათლების მიღებას გადავწყვეტ, ეს აუცილებლად პიარის სფერო იქნება"!

Lorrie Walker Communications-ის დამფუძნებელ ლორი ვოკერი საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს:

- როგორია თქვენი ჩვეულებრივისამუშაო კვირა?

- ჩვენი ორგანიზაციის წევრები კამპანიების დაგეგმვის ნაცვლად, ძალიან ბევრს ვწერთ და უამრავ ინფორმაციას ვაქვეყნებთ. ჩვენი სამუშაოს დიდ ნაწილი  სწორედ პუბლიცისტიკა და ჩვენს კლიენტებთან პერმანენტულ რეჟიმში ურთიერთობაა. ძირითადი დრო მათთვის პრეს-რელიზებისა და ვებ-გვერდების კონტენტის მომზადებას ეთმობა. ამას გარდა, დიდი მნიშვნელობა კლიენტებისთვის მედია გაშუქების უზრუნველყოფას ენიჭება. სწორედ ამ საქმიანობით ვართ დაკავებულები ერთი ჩვეულებრივი კვირის განმავლობაში.

 - თანამედროვე პიარ ინდუსტრიის რომელ ტრენდებს ანიჭებთ უპირატესობას?

- აქტიურად ვიყენებთ სოციალურ მედიას, მაგალითისთვის ტვიტერის საკმაოდ აქტიური მომხმარებლები ვართ. პარალელურად, თვალს ვადევნებთ ჩვენი კონკურენტი პიარ კომპანიების საქმიანობის სტილსა და ტექნიკებს.

 -  როგორ ფიქრობთ, რისი ცოდნა გამოგადგებოდათ  კარიერის დასაწყისში?

-  კარგი იქნებოდა,  მარკეტინგის კურსები მქონოდა გავლილი. კვლევის ინსტრუმენტების ცოდნაც  სასარგებლო იქნებოდა ჩემთვის, რადგან მისი ცოდნის გარეშე, სამიზნე აუდიტორიის სწორად შერჩევა საკმაოდ რთულია.

 -  რამდენად მნიშვნელოვანია კარგად წერის ნიჭი თქვენს კარიერაში?

 - კარგად წერა, რომ არ ვიცოდეთ, ჩვენი კომპანია და ბიზნესი დღეს არ იარსებებდა. კარგად უნდა იცოდე, რა როგორ დაწერო. თუ ზუსტად ისე დაწერ, როგორც პრესას სჭირდება, მაშინ შენი რელიზი აუცილებლად დაიბეჭდება.

 -  რა  რჩევას მისცემდით დამწყებ პიარ სპეციალისტებს?

-         აუცილებლად გაიარონ სტაჟირება სამუშაოს დაწყებამდე;

  • ისწავლონ კარგად წერა და ხშირად წერონ;
  • ისწავლონ საკუთარი თავის „გაყიდვა და მარკეტინგი“.

 - თქვენი განათლებასაკმარისი იყო  პიარის სფეროში მოღვაწეობის დასაწყებად?

- სკოლის დამთავრების შემდეგ, უნივერსიტეტში სწავლა არ გამიგრძელებია.  ჟურნალისტად ვმუშაობდი და სწორედ ამ საქმიანობამ მასწავლა ყველაფერი ის, რაც დღეს ვიცი.

მაგრამ თუ ოდესმე უმაღლესი განათლების მიღებას გადავწყვეტ, ეს აუცილებლად პიარის სფერო იქნება.

 - როგორ შეაფასებთ პიარის ევოლუციას?

- მკვეთრად შეიცვალა ყველაფერი. 90-იანების დასაწყისში გაზეთებს ვაქვეყნებდით. კომპიუტერთან არავითარი შეხება არ გვქონია, ელექტრონულ ფოსტასაც კი არ ვიყენებდით. დღეს ბევრად მეტი შესაძლებლობები არსებობს. მაგალითად, სოციალურ მედიას ვიყენებთ კლიენტებისა და მათი ბიზნესების პრომოუშენისთვის და მათი იმიჯის შესაქმნელად.

 - რა როლს თამაშობს თანამედროვე ტექნოლოგიები თქვენს ყოველდღიურ მუშაობაში?

- მუშაბას ბევრად უფრო რაციონალურსა და ყოვლისმომცველს ხდის. მაგალითად,  ინფორმაციას ვპოსტავთ ერთ კონკრეტულ სოციალურ ქსელში და იგივე ინფორმაცია ჩნდება სრულიად სხვა სოციალურ სივრცეში. თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, ვზოგავთ დროს და ვმუშაოთ ბევრად მოხერხებულად და ეფექტურად.

 

წყარო: >https://seallen1.wordpress.com/

 

თეგები