მარგარეტ სალივანი საქართველოში პიარ სფეროს განვითარებას აფასებს
პიარ კონსულტანტის მარგარეტ სალივანის მრავალფეროვან და წარმატებულ კარიერას ჟურნალისტიკისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში, არც მეტი და არც ნაკლები, თეთრ სახლში პრეზიდენტ კლინტონთან მუშაობის გამოცდილებაც ემატება.
13 წლიანი ინტერვალის შემდეგ, მარგარეტ სალივანი კიდევ ერთხელ სტუმრობს საქართველოს და 13 წლის შემდეგ ხელახლა აფასებს ჩვენს ქვეყანაში პიარის სფეროში მიმდინარე ცვლილებებს.
2 კვირის განმავლობაში სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურების პიარ მენეჯერებს და პრეს სამსახურებს შეხვდა. შეხვედრები მოეწყო სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთანაც.
დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ჩვენც მოვახერხეთ მასთან გასაუბრება და შევეცადეთ მისი მოსაზრებები და რჩევები მიგვეღო.
საქართველოს რეალობასა და არსებულ პრობლემებზე გამოცდილი ქალბატონი კონკრეტულად არ გვპასუხობს, თუმცა გვანუგეშებს, სასიკეთო ცვლილებები დაწყებულია და მეტ წარმატებას, მეტი დრო სჭირდებაო.
გთავაზობთ ინტერვიუს.
ქალბატონო მარგარეტ, საქართველოში თქვენი ვიზიტის შესახებ რომ მოგვიყვეთ?
2 კვირით ვესტუმრე საქართველოს. ვიზიტის ფარგლებში ვხვდები სხვადასვხა ორგანიზაციების ურთიერთობების მენეჯერებს, სამთავრობო სტურქტურების პრეს სამსახურებს, გვაქვს სამუშაო შეხვედრები და ერთად განვიხილავთ მათი საქმიანობის სფეციფიკას. ამას გარდა, შევხვდი ამ სფეროთი დაინტერესებულ ახალგაზრდებს, სტუდენტებს, რომლებისგანაც ძალიან საინტერესო ინფორმაცია მივიღე საქართევლოში არსებული პრობლემების შესახებ.
13 წლის წინ იგივე მისიით იმყოფებოდით საქართველოში, როგორია თქვენი შეფასება დღეს?
დღევანდელი სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულია. რამდენადაც მახსოვს, 13 წლის წინ სამთავრობო სტრუქტურებში არ ფუნქციონირებდა პრეს სამსახურები. დღეს მათი რაოდენობა საგრძნობლად გაზრდილია. ყველა სტრუქტურას ჰყავს პრეს სამსახური, რომელიც აქტიურად ურთიერთობს საზოგადოებასთან. ფაქტია, რომ ცვლილებები დაწყებულია. ჩვენ 200 წელზე მეტია, რაც დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ, თქვენ 20, 21? ცვლილებებს დრო სჭირდება. მთავარია შეინარჩუნოთ მოძრაობა!
უფრო კონკრეტულად, რომ გვითხრათ, რა ცვილებებია საჭირო პიარ სფეროში ?
რთული შეკითხვაა. ქართველი არ ვარ და ვერც ქართულად ვსაუბრობ, ამიტომ რთულია დეტალურად გავეცნო ქართველი პიარ მენეჯერბის მუშაობას.
თუმცა, ერთი რამ შორიდანაც კარგად ჩანს: თქვენს ქვეყანაში გააქტიურებულია კომუნიკაციები. სამთავრობო პიარ მენეჯერები აქტიურად ურთიერთობენ საზოგადოებასთან და ინსტრუმენტად სოციალური ქსელებს იყენებენ, პარალელურად კი საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი აქტიურად მოიხმარს სოციალურ ქსელს, განსაკუთრებით FACEBOOK-ს. მსგავსი თანხვედრა ძალიან კარგია. ამ სფეროში მნიშვნელოვანია საზოგადოების წინაშე გახსნილობა და მათი ნდობის მოპოვება. ეს პორცესი დაწყებულია.
ქალაბოტო მარგარეტ, თეთრ სახლში მუშაობის გამოცდილებაზე გკითხავთ. რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა თქვენთვის მთავრობაში მუშაობის დროს?
თეთრ სახლში მუშაობის დროს აღმოვაჩინე, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირთულეა, ერთდროულად იყო რეაქტიული და პროაქტიული. ეს იმას ნიშნავს, რომ უპასუხოდ არ უნდა დატოვო არცერთი შეკითხვა და ამავე დროს, უნდა იყო გულისხმიერი. და რაც მთავარია, არ უნდა დაგავწიყდეს, რომ თეთრი სახლის სახელით საუბრობ, საუბრობ ამერიკის მთავრობაში არსებულ რეალობაზე, მათ პრობლემებსა და გეგმებზე. შეინარჩუნო ბალანსი ამ ორ კომპონენტს შორის, ერთ-ერთი დიდი გამოწვევა აღმოჩნდა ჩემთვის.
და ბოლოს, თქვენი რჩევა ქართველ პიარ მენეჯრებს?
ჩემი რჩევა ქართველი პიარ მენეჯერებისთვის იგივე იქნება, რასაც ვეუბნები სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს:
პირველ რიგში, პიარ მენეჯერს უნდა ქონდეს ზუსტად განსაზღვრული მიზანი და სტრატეგია, კარგად უნდა იცოდეს რას აკეთებს ერთი კვირის შემდეგ თუ ერთი თვის შემდეგ.
არანაკლებ მნიშვნელოვანია, კარგად იცნობდეთ თქვენს მოქალაქეებს და კარგად გაანალიზეთ თქვენი როლი, რომელიც ხალხისთვის ღიად და ნათლად ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს.
და არ დააგავიწყდეთ, იყოთ გულისხმიერები!
ავტორი: ანი ციცქიშვილი