პიარის საწყისები ცხელ ჩაისთან ერთდ
1994 წელი..
თბილისი..
უზნაძის N 4,
„თბილისის საზოგადოებასთან ურთიერთბის ცენტრი“,
ცხელი ჩაით გამთბარი ოთახი, სანთლის შუქზე განხილული გადაქსეროქსებული მასალები, საუბრები ახალი პროფესიის პერსპექტივებსა და განვითარების შესაძლო გზებზე..
ასეთია პიარის პირველი ნაბიჯები საქართველოში.
ქართული პიარის ისტორია კი მარიკა დარჩიას სახელს უკავშირდება.
1993 წელს, საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენება წარადგინა, თუ როგორ აკეთებს აქტივობების პოპულარიზაციას „მწვანეთა მოძრაობა“. პროფესიონალებმა შეუქეს, კარგი პიარი გაქვთო. ტერმინი „პიარი“ პირველად გაიგო და მოურიდებლად იკითხა მისი მნიშვნელობა. მოულოდნელმა შეკითხვამ მხიარული რექცია გამოიწვია, თან აკეთებთ და თან არ იცით რას ნიშნავსო?
ტერმინიც განუმარტეს, საერთაშორისო ორგანიზაციებთანაც დააკავშირეს, ბრიტანეთში მაღალკვალიფიციური კურსებიც გაატარეს, საჭირო წიგნებიც გადასცეს და დააბარეს სასწრაფოდ ჩამოეყალიბებინა ორგანიზაცია საქართველოში.
1994 წლიდან მარიკა დარჩია საქართველოში „პიარის პიარს“ იწყებს.
პიარის განვლილ გზაზე ქალბატონო მარიკა გვესაუბრა:
- პიარის ისტორია საქართველოში ცოტა შორიდან იწყება. 1993 წელს საერთაშორისო კონფერენციაზე, სადაც პირველად გავიგე ტერმინი „პიარი“ , პროფესიონალებმა მითხრეს, რომ ეს დისციპლინა ძალიან მალე შემოიჭრებოდა ჩვენს ცხოვრებაში. მირჩიეს, სასწრაფოდ ჩამომეყალიბებინა ორგანიზაცია და მითხრეს, იცოდეთ 3 რამ დაგატყდებათ თავს: საბანკო სისტება, სადაზღვეო სისტემა და საზოგადოებასთან ურთიერთობაო. მივხდი, ძალიან საინტერესო და საჭირო პროფესიაზე მესაუბრებოდნენ და იქვე მიხვდი, რომ სწორედ ეს იყო ჩემი საქმე. ჩამოვედი და 1994 წელს ჩამოვაყალიბე არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისის საზოგადოებასთან ურთიერთბის ცენტრი“.
- როგორ მიიღო ხალხმა თქვენი იდეა, საქართველოსთვის ახალი პროფესიის განვითარების შესახებ?
- ოჯახი ირონიულად შეხვდა, ვის რად სჭირდება შენი პაირიო. ბევრმა საერთოდ ვერ გაიგო რაზე ვსაუბრობდი, ზოგმა გაიგო და არ დაიჯერა მისი აქტუალურობა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ძალიან საჭირო პროფესიაზე ვსაუბრობდი და აქტიურად დავიწყე ინფორმაციის გავრცელება. ვიწერდი სხვადასხვა წიგნებს, ვაქსეროქსებდი მასალებს და ვურიგებდი დაწესებულებების პრეს სამსახურებს.
აუცილებელი იყო ამ კუთხით განათლების გაძლიერება, ფილოსოფოსი ვანო ჭიაურელი დაინტერესდა იდეით და 1995 წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ფილოსოფიის კათედრის დაქვემდებარებაში შეიქმენა პირველი პიარ სპეციალობა.
მალევე დაიძრა საერთაშორისო პროექტების და კურსების ტალღა, რამაც გადაგვარჩინა და საგრძნობლად შეუწყო ხელი ამ სფეროს განვითარებას. მერე გაჩნდა პირველი პიარ კომპანიები, რომლებმაც შეკვეთებზე დაიწყეს მუშაობა. გაჩნდა კურსები, ფაკულტეტები და ნელ-ნელა მოიკიდა ფეხი პიარმა საქართველოში.
თუმცა, პირველი სამი წელი „პიარის“ „პიარით“ ვიყავი დაკავებული.
მახსოვს, ზურაბ ჟვანიას გულანთებული ვესაუბრებოდი ამ თემაზე. ამ დროს გარეთ გაურკვეველი მიტინგი იმართებოდა, შემომხედა ბატონმა ზურამ და მითხრა: - აბა, ამ ხალხს „რელეიშენი" რად უნდაო?, ვუპასუხე, რომ სწორედ ამ ხალხს სჭირდება „რელეიშენი", რომ ასეთი მიტინგები აღარ მოეწყოს-მეთქი. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით თქვა, ზურაბ ჟვანია იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ძალიან აქტიურად დაიწყო პიარის გამოყენება საკუთარ საქმიანობაში.
- როგორ შეაფასებდით დღევანდელ რეალობას, რამდენად სწორად გვესმის პიარ პროფესიის დანიშნულება?
- პიარის დღევანდელი იმიჯი გარკვეულწილად კორეგირებას მოითხოვს. საქართველოში ხშირი პოლიტიკური ძვრები გვაქვს და ძალიან მყარად დაუკავშრდა საზოგადოებასთან ურთიერთობა პოლიტიკას, რამაც დაამახნიჯა მისი იმიჯი.
ხშირად მესმის, რომ პიარი მხოლოდ სიტყვებია და მეტი არაფერი. ასე არ არის. საზოგადოებასთან ურთიერთბა არის საქმე, რთული საქმე, რომელიც კარგად უნდა ახსნა ნებისმიერი საშუალებით: სიტყვით, ვიზუალით, გამოსახულებით და ა.შ.
- ქალბატონო მარიკა, რას ურჩევდით დამწყებ პიარ სპეციალისტებს?
- დღეს ძალიან მარტივად ხდებიან პიარ სპეციალისტები.
ამ დროს, ძალიან დიდი ცოდნა და ძალიან ბევრი უნარის ქონაა საჭირო: მარკეტინგიც უნდა იცოდეთ, კვლევის მეთოდები, დიაგნოზის დასმა, გამართული მეტყველებაც უნდა შეგეძლოთ, ღია უნდა იყოთ კომუნიკაციისთვის, კარგად წერაც უნდა იცოდეთ.
გული მწყდება, როდესაც საზოაგდოებასთან ურთიერთობა მარტივ პიართან არის გაიგივებული.
თუმცა, უამრავი კურსები და საერთაშორისო პროექტები არსებობს, რომლებიც სწორ მიმართულებას მისცემს ამ ძალიან საჭირო პროფესიას.
ავტორი: ანი ციცქიშვილი