პიარი არის თავისუფლება?! - მაგდა კოტრიკაძის თვალსაზრისი

რა არის ეს ცნობილი და ექსტრიმით სავსე სიტყვა პიარი? რას მოგვითხრობს და რას გვასწავლის?

პიარი ურთიერთობის ხელოვნებაა და ეს არ არის სიახლე. გვჭირდება ეს ცოდნა? 

რას გვაძლევს და მის გარეშე რას წარმოვადგენთ? 

როდესაც ვსაუბრობ პიარზე, ვფიქრობ რომ ეს სიტყვა ადამიანია, 

სულიერია და პირადად ჩემთვის განვითარებისკენ მიმავალი გზის ნიშანს  წარმოადგენს, 

რომელიც ყოველგვარ ამკრძალავ ნიშანს აუქმებს და მიდის წინ, 

წინ, მხოლოდ ამ ქმედებას მოჰყავს აქტივში პიროვნება. ორგანიზაციული მართვის სტადიები ზოგჯერ 

პიროვნების იდენტიფიცირებას და მისი დადებითი მხარეების აღმოჩენას არ ისახავს მიზნად.

ექსპლუატაცია - ზოგჯერ ეს არის მთავარი და ორგანიზაცია უბრალოდ ვერ ხედავს ადამიანებს მის წრეში. 

პიარის უმთავრესი ფუნქციონალია დაინახოს ადამიანი „მანქანაში“, რომელიც იმიტომ მოქმედებს რომ მიზანს 

ემსახურება, განვითარების, ზრდის, შემოსავლის, პროდუქციის, წარმოების და სხვა. 

ამ სინამდვილეში ხშირად ქრება ინდივიდი და პიროვნება. 

თუ პიარი მისი განუზომელი თავისუფლების ფარგლებში ვერ ხედავს ადამიანს 

ის ვერც კომუნიკაციის მაღალ სტანდარტს დაამყარებს.

არ არსებობს უმნიშვნელო ადამიანი ორგანიზაციაში, კომპანია ვალდებულია იზრუნოს ყველა

სულიერზე რომელიც მის გარემოცვაშია, იზრუნოს სიტყვით, საქმით, წახალისების მექანიზმებით, 

სხვა შემთხვევაში პროცესი ემსგავსება ჭაობს და მასში არსებული სუბიექტები ბაცილებს.

ერთი ბაცილის ჩანაცვლება მეორეთი არ ცვლის სისტემას. 

კომპანია ნაძვის ხის პრინციპით ვითარდება. თუ თავში არსებული მთავარი სათამაშო არ ხედავს მის ქვეშ არსებულ 

სათამაშოებს გარეგნულადაც და შინაგანადაც დაფარული ხარვეზები ვლინდება ყოველ ნაბიჯზე. 

პიარის ფუნქცია არ არის დაფაროს ნაკლოვანებები, მისი ფუნქციაა შეისწავლოს და ჯანმრთელი კომუნიკაცია აღადგინოს რგოლებში. 

სამსახურიდან წასული ადამიანი მიდის სახლში და მიაქვს სამსახურის ტვირთი, განცდითა და უკმაყოფილებით სავსე 

სწორედ ეს ქმედება გადაიზრდება ხოლმე ოჯახურ დრამებში და ეს ტენდენცია უკან ბრუნდება ორგანიზაციაში, 

როგორც აგრესია, დაპირისპირება და კონფლიქტი. კი, გეთანხმებით რომ მსგავს პროცესებს არეგულირებს ეთიკა, 

ის რაც მე არ უნდა გავაკეთო ცხადია მომეთხოვება რომ არ გავაკეთო და აჯობებს ღირსეულად მოვიქცე. 

მაგრამ მაქვს კი ამდენი ენერგია, რესურსი, რომ დიდძალ წნეხს გავუძლო იმ შემთხვევაში თუ მე ნაძვის ხის ყველაზე პატარა სათამაშო ვარ? 

თავისუფალმა ადამიანებმა შექმნეს ყველა ის პროდუქტი, რომელიც ასე ძალიან მოგვწონს. 

მიეცით თანამშრომლებს თავისუფლება და ეს ენერგია უკან დაგიბრუნდებათ როგორც პასუხიმგებლობა და საბოლოოდ თქვენი კომპანიის წარმატება!

პიარი ორგანიზაციის ყველა თავისუფალი პერსონაა, მას აქვს ენერგიის მართვის ფუნქცია, თუ ორგანიზაციაში არ გხვდებათ „სული“, 

თუ მასში არ ახსოვთ „ადამიანი“ გამოდის, რომ თქვენ არ გყავთ პიარი!

 

თეგები